ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვის და გავრცელების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

საქართველოს პროკურატურა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ინტიმური მასალის გავრცელებით პირის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო და მათ 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იტყობინება პროკურატურა.

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვის და გავრცელების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვის და გავრცელების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნოიმედინიუსი

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვის და გავრცელების ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა დაზარალებულისგან მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური ხასიათის ფოტო და ვიდეომასალა ყალბი ფეისბუქის გვერდის გამოყენებით მოიპოვეს, შემდეგ კი დაზარალებულისთვის პატივის და ღირსების შელახვის მიზნით აღნიშნული ფოტო და ვიდეომასალა უკანონოდ გაავრცელეს და დაზარალებულის ოჯახის წევრებს და ნაცნობებს გაუგზავნეს.

შედეგად დაზარალებული მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით და სასტიკი მოპყრობით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გავრცელება სოციალური ქსელის მეშვეობით) წარდგენილ ბრალდებებში და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 5-5 წლითთავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები