ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გურჯაანში, 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ ბრალდებულებს, რომლებმაც დაზარალებულის ინტიმური ხასიათის ფოტო და ვიდეომასალა გაავრცელეს, რის შემდეგაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

საქართველოს პროკურატურა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ორ პირს 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯა პირადი ცხოვრების ინტიმური მასალის გავრცელებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის გამო. პროკურატურის ცნობით, ყალბი ანგარიშით მოპოვებული მასალის ოჯახისა და ნაცნობებისთვის გაგზავნის შემდეგ დაზარალებულმა თავი მოიკლა.

გურჯაანში, 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ ბრალდებულებს, რომლებმაც დაზარალებულის ინტიმური ხასიათის ფოტო და ვიდეომასალა გაავრცელეს, რის შემდეგაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
გურჯაანში, 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ ბრალდებულებს, რომლებმაც დაზარალებულის ინტიმური ხასიათის ფოტო და ვიდეომასალა გაავრცელეს, რის შემდეგაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულაალია

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვის და გავრცელების ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა დაზარალებულისგან მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური ხასიათის ფოტო და ვიდეომასალა ყალბი ფეისბუქის გვერდის გამოყენებით მოიპოვეს, შემდეგ კი დაზარალებულისთვის პატივის და ღირსების შელახვის მიზნით აღნიშნული ფოტო და ვიდეომასალა უკანონოდ გაავრცელეს და დაზარალებულის ოჯახის წევრებს და ნაცნობებს გაუგზავნეს. შედეგად დაზარალებული მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით და სასტიკი მოპყრობით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გავრცელება სოციალური ქსელის მეშვეობით) წარდგენილ ბრალდებებში და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,- ნათქვამია ინფორმაციაში

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროკურატურამ გაუპატიურების, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების, საიდუმლოს ხელყოფის იძულების და არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული მუქარისა და იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები