არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით პროკურატურამ ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა სოციალური ქსელის მეშვეობით უკანონოდ მოიპოვა და შეინახა არასრულწლოვანი დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა და მისი გავრცელების მუქარით დაზარალებულს შიშველი სხეულის ჩვენებას სთხოვდა.

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
გამოძიების ვერსიით, რომ ბრალდებულმა სოციალური ქსელის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვა და შეინახა არასრულწლოვანი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეომასალა, რომლის გავრცელების მუქარით, ვიდეოზარით საუბრისას, დაზარალებულს სთხოვდა შიშველი სხეულის ჩვენებას.
პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვა და გამოყენება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…