ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთში, დემონსტრაციების აკრძალვის მიუხედავად მოქალაქეები მასშტაბური აქციებისთვის ემზადებიან - დაანონსებულ აქციებს საფრანგეთის ხელისუფლება ძალოვანი უწყებების სრული მობილიზებით პასუხობს

საქართველოს პროკურატურა

საფრანგეთში დემონსტრაციების აკრძალვის მიუხედავად მოსწავლეები, სტუდენტები და პროფკავშირები მასშტაბური აქციებისთვის ემზადებიან, რასაც ხელისუფლება 70 ათასი სამართალდამცველის მობილიზებით პასუხობს. ქვეყანაში უკვე 2 700 პირია დაკავებული, შეტაკებების შედეგად კი ასობით ადამიანი დაშავდა.

რამდენიმე საათში მთელი ქვეყნის მასშტაბით 70 ათასი პოლიციელი, ჟანდარმი და სპეცრაზმელი პოზიციებს დაიკავებს. დაანონსებულ დემონსტრაციებს საფრანგეთის ხელისუფლება შეზღუდვებითა და ძალოვანი უწყებების სრული მობილიზებით პასუხობს. სამართალდამცველებმა შესაბამისი მითითებები უკვე მიიღეს.

აქციების, დემონსტრაციების, მარშების და მანიფესტაციების აკრძალვის მიუხედავად, ახლა მოსწავლეები, სტუდენტები და პროფკავშირები ქუჩებში გასვლისკენ ემზადებიან. პროტესტის მონაწილეები განათლების რეფორმას, დაწესებული შეზღუდვების მოხსნასა და ემანუელ მაკრონის გადადგომას ითხოვენ.

ცნობილია ისიც, რომ ხელისუფლებასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე აქციის ორგანიზება 6 თვემდე თავისუფლების აღკვეთასა და 7 500 ევროს ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს. ამასთან, პრეზიდენტისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მითითებით, პრეფექტებმა აქციების ორგანიზების ნებართვები მხოლოდ გარეუბნებში გასცეს.

იზრდება დაკავებულთა რაოდენობაც - ქვეყნის მასშტაბით სულ 2 700 ადამიანი აიყვანეს. პროკურატურა მოსამართლეებს სთხოვს, ქონების დაზიანების ან სამართალდამცველებზე ძალადობის შემთხვევაში ბრალდებულებს სოციალურ ქსელებზე წვდომა აუკრძალოს, საარჩევნო ხმის მიცემის უფლება ჩამოართვას, უცხო ქვეყნის მოქალაქეები კი გააძევოს.

საფრანგეთში განათლების სფეროში არსებული პრობლემების გამო, მოსწავლეებმა პროტესტი ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დაიწყეს. მასობრივ მოძრაობას ჯერ სტუდენტები, შემდეგ კი პროფკავშირები და პოლიტიკური ჯგუფები შეუერთდნენ. დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად ასობით ადამიანია დაშავებული.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პოლიტიკური კრიზისი და დემონსტრაციების ახალი ტალღის მოლოდინი - საფრანგეთში არსებული ვითარება "კურიერის" ობიექტივშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები