პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთი, დაგეგმილი საპროტესტო აქციების წინ, უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს

საქართველოს პროკურატურა

საფრანგეთში მასობრივი არეულობის ფონზე 2 700 პირი დააკავეს: ხელისუფლება უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს, დიდ ქალაქებში აქციებს კრძალავს, იუსტიციის მინისტრი კი ბრალდებულებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვასა და უცხოელების გაძევებას ითხოვს.

საფრანგეთი, დაგეგმილი საპროტესტო აქციების წინ, უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს
რუსთავი 2

საფრანგეთის ხელისუფლება, დაგეგმილი საპროტესტო აქციების წინ, უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. იუსტიციის მინისტრმა პროკურატურას დაავალა, არეულობაში ბრალდებულებისთვის დამატებითი სასჯელის სახით მოითხოვონ სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვა, საარჩევნო უფლების ჩამორთმევა, უცხო ქვეყნის მოქალაქეები კი ქვეყნიდან გააძევონ.

ბოლო დღეებში, დემონსტრაციების დროს მომხდარი ძალადობის და ძარცვის ფაქტებზე ქვეყნის მასშტაბით სულ 2 700 პირი დააკავეს. ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით, შაბათს ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაციები შეიზღუდება გამონაკლისი მხოლოდ ოფიციალური პროფკავშირების ორგანიზებული მსვლელობებია. დემონსტრაციები სრულად აიკრძალა დიდ ქალაქებში. ღამით მოქმედებს კომენდანტის საათი.

შეგახსენებთ, საფრანგეთში, განათლების რეფორმის მოთხოვნით, აქციები უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს. ქალაქების ქუჩებში მომხდარი შეტაკებების შედეგად, ასობით მოსწავლე, სტუდენტი, პედაგოგი და სამართალდამცველი დაშავდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაფრანგეთის ხელისუფლება დაგეგმილი საპროტესტო აქციების წინ უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს - მაკრონის გადაწყვეტილებით, შაბათს ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაციები შეიზღუდება
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთის რამდენიმე დიდ ქალაქში კომენდანტის საათი მოქმედებს - ქუჩაში მომხდარი შეტაკებებისა და ძალადობის ფაქტებზე 2 513 პირი დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები