დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა - ასავალ-დასავალის წარმომადგენელს საგამოძიებო უწყება სამშობლოს ღალატს, კერძოდ, საბოტაჟს ედავება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბრალდების მხარის მტკიცებით, საქმე ეხება ქვეყნის საზიანოდ წარმოებულ საინფორმაციო კამპანიას, ხოლო დაცვის მხარე საქმეში პოლიტიკურ სარჩულს ხედავს.
სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის საქმეზე ბრალდებულ დიტო ჩუბინიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
ბრალდების მხარის მტკიცებით, საქმე ეხება თვეების განმავლობაში წარმოებულ მიზანმიმართულ საინფორმაციო კამპანიას, რომელიც სხვადასხვა პლატფორმის მეშვეობით ქვეყნის სტაბილურობისა და ინტერესების დაზიანებას ემსახურებოდა.
დაცვის მხარე სისხლისსამართლებრივ დევნას პოლიტიკურ სარჩულს უკავშირებს.
მმართველ გუნდში კი, კოორდინირებულ ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაზე მიუთითებენ.
ვრცლად ანა ბერძენიშვილის რეპორტაჟში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ინტერპრესნიუსითბილისის საქალაქო სასამართლოში „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
- რუსთავი 2თბილისის საქალაქო სასამართლომ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ დიტო ჩუბინიძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
- ინტერპრესნიუსიდიტო ჩუბინიძის ადვოკატი - სასამართლოსგან სხვა გადაწყვეტილებას არც ველოდი - ჩუბინიძე ბრალდებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულში, ამიტომ პატიმრობის გამოყენება აბსოლუტურად შეუსაბამოა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…