დიტო ჩუბინიძის ადვოკატი - სასამართლოსგან სხვა გადაწყვეტილებას არც ველოდი - ჩუბინიძე ბრალდებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულში, ამიტომ პატიმრობის გამოყენება აბსოლუტურად შეუსაბამოა
საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა, რასაც მისი ადვოკატი ნონა ფილაური კანონთან შეუსაბამოს უწოდებს. ადვოკატის თქმით, ჩუბინიძემ პროცესზე განაცხადა, რომ პოლიტიკური პატიმარია და მხოლოდ პროფესიული საქმიანობის გამო ისჯება.

სასამართლოსგან სხვა გადაწყვეტილებას არც ველოდი - დიტო ჩუბინიძე ბრალდებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულში, ამიტომ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება კანონთან მიმართებაში აბსოლუტურად შეუსაბამოა,- ამის შესახებ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული დიტო ჩუბინიძის ადვოკატმა, ნონა ფილაურმა განაცხადა.
მისი თქმით, გამოძიების ეტაპზე ის გამოკითხულიც არ ყოფილა.
„ჩუბინიძემ პროცესზე განაცხადა, რომ ის პოლიტიკური პატიმარია. ის ისჯება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ არის ჟურნალისტი და შეეხო ისეთ თემას, რომელიც ვიღაცისთვის მიუღებელი იყო.
ბრალი აგებულია ლაზარე ჯორბენაძის ინტერვიუზე. თებერვალში დაიწყო გამოძიება, როდესაც ლაზარე ჯორბენაძე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ ის გამოკითხულიც კი არ ყოფილა.
შესაბამისად, დიტო ჩუბინიძის მიერ თავის საგაზეთო პუბლიკაციებსა თუ გამოსვლებში გამოყენებული ყველა კომენტარი ეხებოდა მხოლოდ რესპონდენტის მიერ მიღებულ ინფორმაციას.
ნებისმიერი ინფორმაციის გაცემაზე პასუხს მხოლოდ რესპონდენტი აგებს“, - განაცხადა ნონა ფილაურმა.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა. უწყების განმარტებით, „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს".
დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ინტერპრესნიუსითბილისის საქალაქო სასამართლოში „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
- რუსთავი 2თბილისის საქალაქო სასამართლომ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ დიტო ჩუბინიძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
- იმედინიუსიდიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა - ასავალ-დასავალის წარმომადგენელს საგამოძიებო უწყება სამშობლოს ღალატს, კერძოდ, საბოტაჟს ედავება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ციტატები სტატიიდან
„ჩუბინიძემ პროცესზე განაცხადა, რომ ის პოლიტიკური პატიმარია. ის ისჯება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ არის ჟურნალისტი და შეეხო ისეთ თემას, რომელიც ვიღაცისთვის მიუღებელი იყო. ბრალი აგებულია ლაზარე ჯორბენაძის ინტერვიუზე. თებერვალში დაიწყო გამოძიება, როდესაც ლაზარე ჯორბენაძე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ ის გამოკითხულიც კი არ ყოფილა. შესაბამისად, დიტო ჩუბინიძის მიერ თავის საგაზეთო პუბლიკაციებსა თუ გამოსვლებში გამოყენებული ყველა კომენტარი ეხებოდა მხოლოდ რესპონდენტის მიერ მიღებულ ინფორმაციას. ნებისმიერი ინფორმაციის გაცემაზე პასუხს მხოლოდ რესპონდენტი აგებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…