ბათუმში საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრა გაიმართა
ბათუმში, მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება „შუა დერეფნის“ პოტენციალის გამოყენებას დაუთმეს.

ბათუმში საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრა გაიმართა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, გაიმართა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრა. შეხვედრაში თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი, ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, მუხთარ ტლეუბერდი, ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟეენბეკ კულუბაევი, ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, სიროჯიდინ მუხრიდინი და უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბახტიორ საიდოვი მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების პარტნიორული ურთიერთობების დინამიკაზე. ხაზი გაესვა პოლიტიკური დიალოგისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაძლიერების საკითხს. ამ კონტექსტში, აღინიშნა საქართველოს და ცენტრალურ აზიას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა.
ხაზი გაესვა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების როლს ევროპასა და აზიას შორის კავშირების გაძლიერების კუთხით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ,,შუა დერეფნის”საკითხს და მისი პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას.
განხილულ იქნა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის, მათ შორის, ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროებში ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები.
ხაზი გაესვა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრის მნიშვნელობას ქვეყნებს შორის პარტნიორობის შემდგომი გაძლიერებისთვის და გამოითქვა მზაობა აღნიშნულ ფორმატში თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2"ჩვენი თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის" - მაკა ბოჭორიშვილმა ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლა
- პირველი არხიმაკა ბოჭორიშვილი – თურქმენეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა არის დიალოგის გაძლიერებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მკაფიო გზავნილი
- იმედინიუსიმაკა ბოჭორიშვილი: თურქმენეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა არის დიალოგის გაძლიერებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მკაფიო გზავნილი
- იმედინიუსიმაკა ბოჭორიშვილი: ივნისში ყაზახეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დავამყარეთ, ივლისში სტრატეგიული პარტნიორობა დამყარდა ასევე უზბეკეთთან, მნიშვნელოვანი იყო თურქმენეთთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით თურქმენეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი
- ინტერპრესნიუსიმაკა ბოჭორიშვილი ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე - საჭიროა ძლიერი პოლიტიკური დიალოგი, კონკრეტული ეკონომიკური შედეგები რომ რეალურად ვაქციოთ
- POSTVმაკა ბოჭორიშვილი: „თურქმენეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა არის დიალოგის გაძლიერებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მკაფიო გზავნილი“
- პირველი არხიბათუმში საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრა გაიმართა
- რუსთავი 2ბათუმში საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრა გაიმართა
- ინტერპრესნიუსიბათუმში საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრა გაიმართა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…