პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი: ივნისში ყაზახეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დავამყარეთ, ივლისში სტრატეგიული პარტნიორობა დამყარდა ასევე უზბეკეთთან, მნიშვნელოვანი იყო თურქმენეთთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით თურქმენეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველომ ყაზახეთთან და უზბეკეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა, ბათუმში გამართული მინისტერიალი კი ცენტრალურ აზიასთან ეკონომიკურ კავშირებსა და შუა დერეფნის განვითარებას შეუწყობს ხელს.

მაკა ბოჭორიშვილი: ივნისში ყაზახეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დავამყარეთ, ივლისში სტრატეგიული პარტნიორობა დამყარდა ასევე უზბეკეთთან, მნიშვნელოვანი იყო თურქმენეთთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით თურქმენეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი
იმედინიუსი

მიმდინარე წლის ივნისში ყაზახეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დავამყარეთ. ეს მნიშვნელოვანი, ისტორიული ნაბიჯია, რომელმაც ჩვენს ურთიერთობებს ახალი მასშტაბი შესძინა, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, ივლისში სტრატეგიული პარტნიორობა დამყარდა ასევე უზბეკეთთან, უზბეკეთის პრეზიდენტის საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები ახალი ეტაპზე გადადის.

„მიმდინარე წლის ივნისში ყაზახეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დავამყარეთ. ეს მნიშვნელოვანი, ისტორიული ნაბიჯია, რომელმაც ჩვენს ურთიერთობებს ახალი მასშტაბი შესძინა და თანამშრომლობის გაღრმავების ახალი მტკიცე საფუძველი შექმნა. ივლისში სტრატეგიული პარტნიორობა დავამყარეთ ასევე უზბეკეთთან, უზბეკეთის პრეზიდენტის საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში. ესეც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ახალი ეტაპზე გადადის. ასევე მნიშვნელოვანი იყო თურქმენეთთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით თურქმენეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი, რომელიც ასევე წელს ივლისში გაიმართა. აქაც ახალი შესაძლებლობები შეიქმნა პოლიტიკური დიალოგისა და სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ასევე ყირგიზეთსა და ტაჯიკეთთან ურთიერთობებში.

პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წელს, ივნისში განახორციელა ყირგიზეთში. მნიშვნელოვანი შეხვედრები იყო ასევე ტაჯიკეთში. ორივე ქვეყნისთვის საქართველოს მნიშვნელობა დიდია, თუკი შევხედავთ სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, ცხადია, ჩვენ გვჭირდება ერთმანეთთან კავშირების გაძლიერება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სჭირდება ძლიერი პოლიტიკური დიალოგი, კონკრეტული ეკონომიკური შედეგები რომ რეალობად ვაქციოთ. სწორედ ამ საერთო ინტერესებს ეფუძნება ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი რეგიონების დაახლოებაში და ახალი შესაძლებლობების შექმნაში ჩვენი ქვეყნებისა და ხალხებისთვის.

კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ კოლეგას, რომლებიც დღეს საქართველოში იმყოფებიან, რომლებიც შემოურთდნენ ამ ინიციატივას, დღეს სწორედ ბათუმში, საქართველოში გამართულიყო პირველი შეხვედრა ამ ფორმატში. ვფიქრობ, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენს ქვეყნებს შორის, ჩვენს რეგიონებს შორის ურთიერთობების განვითარებაში და საბოლოოდ, ეს კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს საქართველოს როლს შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში, რაც ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია თანამედროვე პირობებში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

9 სტატია
სამთავრობო 7ნეიტრალური 2
  1. რუსთავი 2სამთავრობო"ჩვენი თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის" - მაკა ბოჭორიშვილმა ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლა
  2. პირველი არხისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი – თურქმენეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა არის დიალოგის გაძლიერებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მკაფიო გზავნილი
  3. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი: თურქმენეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა არის დიალოგის გაძლიერებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მკაფიო გზავნილი
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმაკა ბოჭორიშვილი ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე - საჭიროა ძლიერი პოლიტიკური დიალოგი, კონკრეტული ეკონომიკური შედეგები რომ რეალურად ვაქციოთ
  5. POSTVსამთავრობომაკა ბოჭორიშვილი: „თურქმენეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა არის დიალოგის გაძლიერებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მკაფიო გზავნილი“
  6. იმედინიუსისამთავრობობათუმში საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრა გაიმართა
  7. პირველი არხისამთავრობობათუმში საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრა გაიმართა
  8. რუსთავი 2სამთავრობობათუმში საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრა გაიმართა
  9. ინტერპრესნიუსინეიტრალურიბათუმში საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრა გაიმართა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები