მაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ბათუმში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მუხთარ ტლეუბერდის შეხვდა, სადაც ორმხრივი პოლიტიკური დიალოგი და ეკონომიკური თანამშრომლობა განიხილეს.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, ბათუმში, ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მუხთარ ტლეუბერდის შეხვდა.
მინისტრებმა ისაუბრეს საქართველო-ყაზახეთის სტრატეგიული ურთიერთობების ფარგლებში არსებული დღის წესრიგის საკითხებზე. აღინიშნა ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგისა და ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები.
ყურადღება დაეთმო მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის საკითხს.
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც ბათუმში გაიმართა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…