ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბათუმში საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრა გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

ბათუმში საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა. საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს სტრატეგიული პარტნიორობა, „შუა დერეფნის“ სრული პოტენციალის გამოყენება და თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობისა და ტრანსპორტის მიმართულებით.

ბათუმში საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრა გაიმართა
ბათუმში საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრა გაიმართაინტერპრესნიუსი

ბათუმში, ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, გაიმართა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაში თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი, ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, მუხთარ ტლეუბერდი, ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟეენბეკ კულუბაევი, ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, სიროჯიდინ მუხრიდინი და უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბახტიორ საიდოვი მონაწილეობდნენ.

„შეხვედრაზე მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების პარტნიორული ურთიერთობების დინამიკაზე. ხაზი გაესვა პოლიტიკური დიალოგისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაძლიერების საკითხს. ამ კონტექსტში, აღინიშნა საქართველოს და ცენტრალურ აზიას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა.

ხაზი გაესვა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების როლს ევროპასა და აზიას შორის კავშირების გაძლიერების კუთხით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ,,შუა დერეფნის"საკითხს და მისი პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას.

განხილულ იქნა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის, მათ შორის, ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროებში ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები.

ხაზი გაესვა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრის მნიშვნელობას ქვეყნებს შორის პარტნიორობის შემდგომი გაძლიერებისთვის და გამოითქვა მზაობა აღნიშნულ ფორმატში თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შეხვედრაზე მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების პარტნიორული ურთიერთობების დინამიკაზე. ხაზი გაესვა პოლიტიკური დიალოგისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაძლიერების საკითხს. ამ კონტექსტში, აღინიშნა საქართველოს და ცენტრალურ აზიას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა. ხაზი გაესვა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების როლს ევროპასა და აზიას შორის კავშირების გაძლიერების კუთხით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ,,შუა დერეფნის"საკითხს და მისი პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას. განხილულ იქნა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის, მათ შორის, ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროებში ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები. ხაზი გაესვა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრის მნიშვნელობას ქვეყნებს შორის პარტნიორობის შემდგომი გაძლიერებისთვის და გამოითქვა მზაობა აღნიშნულ ფორმატში თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, სიროჯიდინ მუხრიდინს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები