ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე - საჭიროა ძლიერი პოლიტიკური დიალოგი, კონკრეტული ეკონომიკური შედეგები რომ რეალურად ვაქციოთ

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ცენტრალურ აზიასთან ეკონომიკური შედეგების რეალურად ქცევას ძლიერი პოლიტიკური დიალოგი სჭირდება. ბათუმში გამართული შეხვედრა მიზნად ისახავს რეგიონების დაახლოებასა და შუა დერეფნის განვითარებაში საქართველოს როლის წარმოჩენას.

მაკა ბოჭორიშვილი ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე - საჭიროა ძლიერი პოლიტიკური დიალოგი, კონკრეტული ეკონომიკური შედეგები რომ რეალურად ვაქციოთ
მაკა ბოჭორიშვილი ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე - საჭიროა ძლიერი პოლიტიკური დიალოგი, კონკრეტული ეკონომიკური შედეგები რომ რეალურად ვაქციოთინტერპრესნიუსი

ივლისში უზბეკეთის პრეზიდენტის საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში უზბეკეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დავამყარეთ, ესეც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის, ასევე თურქმენეთთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, მნიშვნელოვანი იყო თურქმენეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი, რომელიც ასევე წელს ივლისში გაიმართა და აქაც პოლიტიკური დიალოგის და სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისათვის ახალ შესაძლებლობები შეიქმნა, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, ბათუმში, საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ყირგიზეთსა და ტაჯიკეთთან ურთიერთობებში. მისივე განცხადებით, პირველი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში წელს ივნისში, სწორედ საქართველოს პრემიერ მინისტრმა განახორციელა.

„ასევე ტაჯიკეთში იყო მნიშვნელოვანი შეხვედრები, ორივე ქვეყნისთვის საქართველოს მნიშვნელობა დიდია. თუკი შევხედავთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, ცხადია, რომ ჩვენ გვჭირდება ერთმანეთთან კავშირების გაძლიერება.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სჭირდება ძლიერი პოლიტიკური დიალოგი, კონკრეტული ეკონომიკური შედეგები რომ რეალურად ვაქციოთ და სწორედ ამ საერთო ინტერესებს ეფუძნება ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი რეგიონების დაახლოებაში და ჩვენი ქვეყნებისა და ხალხებისთვის ახალი შესაძლებლობის შექმნაში.

მე მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩემ კოლეგას, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, რომლებიც შემოუერთდნენ ამ ინიციატივას, რომ დღეს, სწორედ ბათუმში, საქართველოში გამართულიყო პირველი შეხვედრა ამ ფორმატში და მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენ ქვეყნებს შორის და ჩვენ რეგიონებს შორის ურთიერთობის განვითარებაში და საბოლოოდ ეს უფრო მეტად წარმოაჩენს საქართველოს როლს შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში რაც თანამედროვე პროცესში ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ასევე ტაჯიკეთში იყო მნიშვნელოვანი შეხვედრები, ორივე ქვეყნისთვის საქართველოს მნიშვნელობა დიდია. თუკი შევხედავთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, ცხადია, რომ ჩვენ გვჭირდება ერთმანეთთან კავშირების გაძლიერება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სჭირდება ძლიერი პოლიტიკური დიალოგი, კონკრეტული ეკონომიკური შედეგები რომ რეალურად ვაქციოთ და სწორედ ამ საერთო ინტერესებს ეფუძნება ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი რეგიონების დაახლოებაში და ჩვენი ქვეყნებისა და ხალხებისთვის ახალი შესაძლებლობის შექმნაში. მე მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩემ კოლეგას, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, რომლებიც შემოუერთდნენ ამ ინიციატივას, რომ დღეს, სწორედ ბათუმში, საქართველოში გამართულიყო პირველი შეხვედრა ამ ფორმატში და მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენ ქვეყნებს შორის და ჩვენ რეგიონებს შორის ურთიერთობის განვითარებაში და საბოლოოდ ეს უფრო მეტად წარმოაჩენს საქართველოს როლს შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში რაც თანამედროვე პროცესში ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია“
მაკა ბოჭორიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაკა ბოჭორიშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრს, რაშიდ მერედოვს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები