ცნობილია ვინ წარადგენს „ოცნების“ სარჩელს ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციოში
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელს არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი წარადგენენ. პროცესები 21, 22 და 23 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი წარადგენენ.
ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
სარჩელით „ქართული ოცნება“ ითხოვს თითქმის ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას, მათ შორისაა: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“.
საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესები მიყოლებით — 21, 22 და 23 ოქტომბერს — დაინიშნა.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად „ქართული ოცნების“ დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში ენმ-ს და სხვა პარტიების ასაკრძალად იბრძოლებს, 2011 წელს მიხეილ სააკაშვილის წარდგინებით საქართველოს ელჩი გახდა სომხეთში, ხოლო იქამდე, 2010 წელს იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი. ამ კომისიამ შეიმუშავა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც სუსტდებოდა პრეზიდენტის როლი და ძლიერდებოდა – პარლამენტის, მთავრობის და პრემიერის.
ენმ-ის მაშინდელი ოპოზიცია ეჭვობდა, რომ სააკაშვილი მას შემდეგ, რაც პრეზიდენტობის უფლებას მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ დაკარგავდა, გაძლიერებული პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დაიკავებდა.
ოპოზიცია ამის დასაზღვევად ითხოვდა, კონსტიტუციაში ჩაწერილიყო, რომ მოქმედ პრეზიდენტს აღარ ჰქონოდა 5 წლით პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების უფლება, რაც კომისიამ არ გაიზიარა იმ არგუმენტით, რომ ეს პერსონებთან დაკავშირებული საკითხი იყო, რაც კონსტიტუციის რეგულირებას სცდებოდა.
თენგიზ შარმანაშვილის ბიოგრაფია მოკლედ: თენგიზ შარმანაშვილი არის სამი მოწვევის პარლამენტის წევრი. 1995-1999 წლებში ის იყო დეპუტატი „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ (ედპ) სიით. სხვადასხვა დროს შარმანაშვილი მუშაობდა სასამართლო სისტემაში, მათ შორის იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე (2004-2005 წწ) და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (2005-2006 წწ — სპეციალისტი; 2016 წელს — იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობისა და საარჩევნო დავების განყოფილების შტატგარეშე მოსამსახურე). 2006-2009 წლებში თენგიზ შარმანაშვილი იყო UNDP-ის პროექტის ექსპერტი. 2009-2010 წლებში თენგიზ შარმანაშვილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი იყო, რის შემდეგაც, 2011 წელს, მიხეილ სააკაშვილის წარდგინებით, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დომინირებულმა პარლამენტმა სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაამტკიცა.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- TV პირველიცნობილია ვინ წარადგენენ პარტიების აკრძალვის სარჩელზე „ქართული ოცნების“ პოზიციებს
- ალიაქართული ოცნების წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის სარჩელზე არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი იქნებიან
- რადიო თავისუფლებადასახელდა დეპუტატები, რომლებიც „ოცნების“ პოზიციას საკონსტიტუციოში დაიცავენ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.