ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“ჰქონდა ბრაგა და შეურაცხყო პროკურორი” – პენიტენციურის პასუხი პატიმარ გელა ისაშვილის უმძიმეს ბრალდებებს

იუსტიციის სამინისტრო

პენიტენციური სამსახური უარყოფს პატიმარ გელა ისაშვილის ბრალდებას №6 ციხეში არაადამიანურ მოპყრობაზე და აცხადებს, რომ ის რეჟიმს არღვევს და თანამშრომელს თავს დაესხა. თავად ისაშვილი კი ამტკიცებს, რომ სხვა პატიმრისადმი სოლიდარობის გამო ცემეს და დეესკალაციის ოთახში ჩაკეტეს.

“ჰქონდა ბრაგა და შეურაცხყო პროკურორი” – პენიტენციურის პასუხი პატიმარ გელა ისაშვილის უმძიმეს ბრალდებებს
“ჰქონდა ბრაგა და შეურაცხყო პროკურორი” – პენიტენციურის პასუხი პატიმარ გელა ისაშვილის უმძიმეს ბრალდებებსალია

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გელა ისაშვილის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს:

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ გელა ისაშვილის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს, თითქოს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში დაწესებულების ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას. აღნიშნული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და მსგავსი ფაქტი დაწესებულებაში არ მომხდარა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ გელა ისაშვილი, რომელიც პენიტენციურ სისტემაში რამდენიმე წელია, იმყოფება და სასჯელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) იხდის, სისტემატურად არღვევს დაწესებულების სარეჟიმო მოთხოვნებს და არ ემორჩილება დადგენილ წესებს, რის გამოც მის მიმართ არაერთხელ იქნა გამოყენებული დისციპლინური სახდელი.

აქვე განვმარტავთ, რომ 2023 წელს, №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში, გელა ისაშვილს აღმოაჩნდა აკრძალული ნივთი – კუსტარულად დამზადებული ალკოჰოლური სასმელი, ე.წ. ბრაგა, რის გამოც მას სასჯელი დაემატა. იმავე წლის ივნისში სასამართლო სხდომაზე მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბრალდების მხარის პროკურორს, რის გამოც მას დამატებითი სასჯელი კვლავ დაეკისრა.

მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი არაერთი მსგავსი საქციელის გათვალისწინებით, 2025 წლის 8 აგვისტოს იგი მაღალი რისკის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი. აღნიშნულ დაწესებულებაშიც გელა ისაშვილი განაგრძობდა სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევას, რის გამოც არაერთი დისციპლინური სახდელი აქვს დაკისრებული. უფრო მეტიც, 2026 წლის აგვისტოში მან სასეირნო სივრცეში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომელს. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და ყველა შესაბამისი მასალა გადაგზავნილია საგამოძიებო ორგანოში.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს საზოგადოებას, კრიტიკულად შეაფასოს მსგავსი დარღვევებითა და პროვოკაციული ქმედებებით გამორჩეული პირების მიერ გავრცელებული განცხადებები, არ აჰყვეს დაუდასტურებელ ბრალდებებს და დაეყრდნოს მხოლოდ გადამოწმებულ ინფორმაციას, – წერია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, რუსთავის ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში მსჯავრდებულების მიმართ სასტიკ მოპყრობაზე კიდევ ერთი პატიმარი ალაპარაკდა. გელა ისაშვილი ამტკიცებს, რომ დავითაძე ბადრაგმა ნამდვილად გააუპატიურა, თავად კი როცა მსხვერპლს სოლიდარობა გამოუცხადა, ცემეს და დეესკალაციის ოთახში ჩაკეტეს.

“დეესკალაციის ოთახში ჩამიყვანეს, მთელი დღის განმავლობაში ბორკილი ბოლომდე მქონდა გაჭერილი, სისხლები მდიოდა“, – ამბობს ის.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
“პატიმარი დაბრუნდა დეესკალაციის ოთახში, მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე” – პენიტენციურის პასუხი ფეიქრიშვილის ადვოკატსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები