ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სპეციალური პენიტენციური სამსახური უარყოფს მსჯავრდებულ გელა ისაშვილის ბრალდებებს, რომ №6 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი

იუსტიციის სამინისტრო

სპეციალური პენიტენციური სამსახური უარყოფს მსჯავრდებულ გელა ისაშვილის ბრალდებებს №6 დაწესებულებაში არაადამიანური მოპყრობის შესახებ. უწყების მტკიცებით, პატიმარი სისტემატურად არღვევს რეჟიმს, ხოლო თანამშრომელზე ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული.

სპეციალური პენიტენციური სამსახური უარყოფს მსჯავრდებულ გელა ისაშვილის ბრალდებებს, რომ №6 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი
სპეციალური პენიტენციური სამსახური უარყოფს მსჯავრდებულ გელა ისაშვილის ბრალდებებს, რომ №6 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილიინტერპრესნიუსი

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ გელა ისაშვილის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს, თითქოს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში, დაწესებულების ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას. აღნიშნული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და მსგავსი ფაქტი დაწესებულებაში არ მომხდარა, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გელა ისაშვილი, რომელიც პენიტენციურ სისტემაში რამდენიმე წელია იმყოფება და სასჯელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) იხდის, სისტემატურად არღვევს დაწესებულების სარეჟიმო მოთხოვნებს და არ ემორჩილება დადგენილ წესებს, რის გამოც მის მიმართ არაერთხელ იქნა გამოყენებული დისციპლინური სახდელი.

„აქვე განვმარტავთ, რომ 2023 წელს, №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში, გელა ისაშვილს აღმოაჩნდა აკრძალული ნივთი – კუსტარულად დამზადებული ალკოჰოლური სასმელი, ე.წ. ბრაგა, რის გამოც მას სასჯელი დაემატა. იმავე წლის ივნისში სასამართლო სხდომაზე მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბრალდების მხარის პროკურორს, რის გამოც მას დამატებითი სასჯელი კვლავ დაეკისრა.

მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი არაერთი მსგავსი საქციელის გათვალისწინებით, 2025 წლის 8 აგვისტოს იგი მაღალი რისკის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი. აღნიშნულ დაწესებულებაშიც გელა ისაშვილი განაგრძობდა სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევას, რის გამოც არაერთი დისციპლინური სახდელი აქვს დაკისრებული. უფრო მეტიც, 2026 წლის აგვისტოში მან სასეირნო სივრცეში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომელს. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და ყველა შესაბამისი მასალა გადაგზავნილია საგამოძიებო ორგანოში.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს საზოგადოებას, კრიტიკულად შეაფასოს მსგავსი დარღვევებითა და პროვოკაციული ქმედებებით გამორჩეული პირების მიერ გავრცელებული განცხადებები, არ აჰყვეს დაუდასტურებელ ბრალდებებს და დაეყრდნოს მხოლოდ გადამოწმებულ ინფორმაციას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სპეციალური პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ გელა ისაშვილის ბრალდებები, თითქოს №6 დაწესებულებაში ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას, სიმართლეს არ შეესაბამებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები