ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

ვაშლის მწარმოებლებთან და ექსპორტიორებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა ლაშა დოლიძემ და ლაშა ავალიანმა ვაშლის მწარმოებლებთან და ექსპორტიორებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. მხარეებმა განიხილეს წლევანდელი მოსავალი, ექსპორტის მაჩვენებლები, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის საკითხები და დარგის სამომავლო განვითარების შესაძლებლობები.

ვაშლის მწარმოებლებთან და ექსპორტიორებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ვაშლის მწარმოებლებთან და ექსპორტიორებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართარუსთავი 2

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე და ლაშა ავალიანი ვაშლის მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ვაშლის რეალიზაციისა და ექსპორტის მიმართულებით არსებული მდგომარეობა, დარგში არსებული საჭიროებები და სამომავლო განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრაზე ვაშლის მწარმოებლებმა ყურადღება გაამახვილეს არასტანდარტული, ე.წ. ნაქარი ვაშლის რეალიზაციის საკითხზე.

"ვაშლის მწარმოებლებთან ვისაუბრეთ წლევანდელ მოსავალზე, დარგში არსებულ მდგომარეობაზე, გამოწვევებსა და განვითარების შესაძლებლობებზე. განვიხილეთ არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, მათ შორის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, მუშახელის საკითხი, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება და არასტანდარტული ვაშლის რეალიზაცია. ასევე, ვისაუბრეთ ვაშლის ექსპორტის შესაძლებლობებზე და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მნიშვნელობაზე. შევთანხმდით, რომ თანამშრომლობას აქტიურად გავაგრძელებთ იმ მიმართულებებით, რომლებიც ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას, წარმოებული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას და საბოლოოდ, ვაშლის მწარმოებლებისთვის მეტი შემოსავლის მიღებას", - განაცხადა ლაშა დოლიძემ.

აღსანიშნავია, რომ ვაშლი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტია. ბოლო მარკეტინგულ წელს ვაშლის ექსპორტის როგორც რაოდენობა, ისე ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2025/2026 მარკეტინგულ წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 24.6 ათასი ტონა ვაშლი, 18.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით. გასული წლის მარკეტინგულ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობა 36%-ით (6.5 ათასი ტონა), ხოლო ღირებულება 63%-ით (7 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა. 1 კგ ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასი 0.75 აშშ დოლარია. ვაშლის ძირითადი საექსპორტო ქვეყანა რუსეთია, სადაც 23 ათასი ტონა ვაშლი გავიდა. ამასთან, 1 037 ტონა ვაშლი ექსპორტირებულია თურქეთში, 170 ტონა - ბელარუსში, 147 ტონა - სომხეთში, ხოლო დანარჩენი - სხვა ქვეყნებში.

მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 27 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტირებულია 381 ტონა ვაშლი, 301 ათასი აშშ დოლარის ღირებულებით. 1 კგ ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასი 0.79 აშშ დოლარია, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2%-ით მეტია.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვაშლის მწარმოებლებთან ვისაუბრეთ წლევანდელ მოსავალზე, დარგში არსებულ მდგომარეობაზე, გამოწვევებსა და განვითარების შესაძლებლობებზე. განვიხილეთ არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, მათ შორის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, მუშახელის საკითხი, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება და არასტანდარტული ვაშლის რეალიზაცია. ასევე, ვისაუბრეთ ვაშლის ექსპორტის შესაძლებლობებზე და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მნიშვნელობაზე. შევთანხმდით, რომ თანამშრომლობას აქტიურად გავაგრძელებთ იმ მიმართულებებით, რომლებიც ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას, წარმოებული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას და საბოლოოდ, ვაშლის მწარმოებლებისთვის მეტი შემოსავლის მიღებას“
ლაშა დოლიძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.