უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 270 ადამიანი დააბრუნა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 270 სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიბრუნა, მათ შორის ოლენივკის ტერაქტის დროს დაღუპულად მიჩნეული ხუთი ადამიანი. ინფორმაციას პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ გათავისუფლებულთა უმეტესობა 2022 წლიდან იმყოფებოდა ტყვეობაში.

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 270 სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პირი დააბრუნა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
„ჩვენი 270 ადამიანი სახლშია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია. შინ ბრუნდებიან ეროვნული გვარდიის წევრები, მათ შორის, „აზოვის“ მებრძოლები, მესაზღვრეები, ტერიტორიული თავდაცვის ძალების მებრძოლები, სამხედრო-საზღვაო ძალების, სახმელეთო ჯარებისა და საჰაერო-სადესანტო მოიერიშე ჯარების სამხედრო მოსამსახურეები, სახელმწიფო სპეციალური სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენლები, აგრეთვე ცხრა სამოქალაქო პირი. მათი უმრავლესობა ტყვეობაში 2022 წლიდან იმყოფებოდა“, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
მისი ინფორმაციით, გათავისუფლებულთა უმეტესობა ის მებრძოლები არიან, რომლებიც უკრაინას მარიუპოლში იცავდნენ. ასევე ბრუნდებიან ჯარისკაცები, რომლებიც დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, კიევის, ნიკოლაევის და ჩერნიგოვის მიმართულებებით იბრძოდნენ.
„ბევრი მათგანი რუსეთში უკანონოდ გაასამართლეს. შინ დაბრუნებულთა შორის არის ხუთი ადამიანი, რომლებიც 2022 წლის ივლისში, ოლენივკაში რუსეთის მიერ მოწყობილი ტერაქტის დროს დაღუპულებად მიიჩნეოდნენ”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლა ბოლოს აგვისტოში განხორციელდა, როდესაც უკრაინაში 103 სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა.
ციტატები სტატიიდან
„ჩვენი 270 ადამიანი სახლშია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია. შინ ბრუნდებიან ეროვნული გვარდიის წევრები, მათ შორის, „აზოვის“ მებრძოლები, მესაზღვრეები, ტერიტორიული თავდაცვის ძალების მებრძოლები, სამხედრო-საზღვაო ძალების, სახმელეთო ჯარებისა და საჰაერო-სადესანტო მოიერიშე ჯარების სამხედრო მოსამსახურეები, სახელმწიფო სპეციალური სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენლები, აგრეთვე ცხრა სამოქალაქო პირი. მათი უმრავლესობა ტყვეობაში 2022 წლიდან იმყოფებოდა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…