უკრაინამ და რუსეთმა სამოქალაქო პირები გაცვალეს
უკრაინამ და რუსეთმა შვიდ-შვიდი სამოქალაქო პირი გაცვალეს. უკრაინის ომბუდსმენ დმიტრო ლუბინეცის თქმით, პროცესი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა.

უკრაინამ რუსეთიდან შვიდი სამოქალაქო პირი დააბრუნა, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისარზე, დმიტრო ლუბინეცზე დაყრდნობით ავრცელებს.
ლუბინეცის თქმით, ამდენივე სამოქალაქო პირი დაბრუნდა რუსეთშიც.
მისი ინფორმაციით, გაცვლა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით, რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა რწმუნებულის, იანა ლანტრატოვასთან შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა.
დაბრუნებულებს შორის არიან 90 წლის ქალი, რომელსაც გადაადგილება უჭირს და 50 წლის უკრაინელი ქალი, რომელსაც გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი და სხვა დაავადებებიც აწუხებს.
„ორივე ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მათი დაბრუნებისას უზრუნველყოფილი იყო ტრანსპორტირების აუცილებელი პირობები“, - აღნიშნა ლუბინეცმა.
მისივე ინფორმაციით, გაცვლის ფარგლებში ასევე მოხერხდა ახალგაზრდა ქალისა და მისი შვილის დაბრუნება. სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისას ისინი მარიუპოლში იმყოფებოდნენ. საბრძოლო მოქმედებებისა და ქალაქის ოკუპაციის გამო ქალმა ოჯახთან დაბრუნება ვერ შეძლო.
„ყოველი ასეთი დაბრუნების უკან დგანან ადამიანები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ, და ოჯახები, რომლებიც თავიანთ ახლობლებს ელოდებიან. მადლობას ვუხდი რუსეთის ადამიანის უფლებათა რწმუნებულს, იანა ლანტრატოვას. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ჰუმანიტარულ საქმიანობას, რათა შინ დაბრუნების ასეთი შემთხვევები კიდევ უფრო გახშირდეს“, - აღნიშნა უკრაინის ომბუდმენმა.
ციტატები სტატიიდან
„ორივე ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მათი დაბრუნებისას უზრუნველყოფილი იყო ტრანსპორტირების აუცილებელი პირობები“
„ყოველი ასეთი დაბრუნების უკან დგანან ადამიანები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ, და ოჯახები, რომლებიც თავიანთ ახლობლებს ელოდებიან. მადლობას ვუხდი რუსეთის ადამიანის უფლებათა რწმუნებულს, იანა ლანტრატოვას. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ჰუმანიტარულ საქმიანობას, რათა შინ დაბრუნების ასეთი შემთხვევები კიდევ უფრო გახშირდეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…