ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ინდოეთის ელჩ ამით კუმარ მიშრას შეხვდა, სადაც ყურადღება სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე გამახვილდა.

შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდაPOSTV

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ამით კუმარ მიშრასთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და უწყებათაშორისი კავშირების გაძლიერებას.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ელჩს ასევე მიაწოდა ინფორმაცია სამინისტროს საქმიანობისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისა და ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები