ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ინდოეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ინდოეთის ელჩთან ამით ქუმარ მიშრასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა, სადაც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობებისა და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ამით ქუმარ მიშრასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა ავრცელებს.
უწყების ცნობით, მინისტრმა ინდოეთის ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
„შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
საუბარი შეეხო თანამშრომლობის პერსპექტივებს ვაჭრობის, ინვესტიციების, ინოვაციების, ტურიზმის, სამოქალაქო ავიაციის, ციფრული ტექნოლოგიებისა და ლოგისტიკის მიმართულებით.
შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და თამარ იოსელიანი ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. საუბარი შეეხო თანამშრომლობის პერსპექტივებს ვაჭრობის, ინვესტიციების, ინოვაციების, ტურიზმის, სამოქალაქო ავიაციის, ციფრული ტექნოლოგიებისა და ლოგისტიკის მიმართულებით. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და თამარ იოსელიანი ესწრებოდნენ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…