პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუმინეთი, დრონის თავდასხმის შედეგად სატვირთო გემის ჩაძირვაში რუსეთს ადანაშაულებს - შემთხვევის შედეგად 1 მეზღვაური დაიღუპა, 3 კი დაკარგულად ითვლება - Reuters

ნატო

რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა რუსეთი შავ ზღვაში სატვირთო გემზე დრონით თავდასხმასა და ესკალაციაში დაადანაშაულა; ინციდენტის შედეგად ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი კი დაკარგულია.

რუმინეთი, დრონის თავდასხმის შედეგად სატვირთო გემის ჩაძირვაში რუსეთს ადანაშაულებს - შემთხვევის შედეგად 1 მეზღვაური დაიღუპა, 3 კი დაკარგულად ითვლება - Reuters
რუსთავი 2

რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა რუსეთი ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე, თავდასხმების ესკალაციაში დაადანაშაულა - განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან დრონით განხორციელებული დარტყმის შედეგად სატვირთო გემი ჩაძირა. ინციდენტის შედეგად, სულ მცირე ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

"ეს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომის ესკალაციის პროცესის ნაწილია", - განუცხადა პრეზიდენტმა დანმა ჟურნალისტებს. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ გემს დრონი დაესხა თავს.

რუმინეთის საზღვაო სამსახურის განცხადებით, კომორის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავმა გემმა Khoryv-მა, განგაშის სიგნალი გაგზავნა მაშინ, როდესაც ის რუმინეთის კონსტანცის პორტიდან 13 საზღვაო მილის დაშორებით, რუმინეთის ტერიტორიული წყლების საზღვრის მიღმა იმყოფება. გემის ეკიპაჟი 13 მეზღვაურისგან შედგებოდა, ისინი უკრაინის და აზერბაიჯანის მოქალაქეები იყვნენ.

შემთხვევის შემდეგ ცხრა მეზღვაური გადაარჩინეს, ერთი მეზღვაურის ცხედარი იპოვეს, სამი კი დაკარგულად ითვლება.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ნატოს წევრი ქვეყნების - რუმინეთისა და ბულგარეთის სანაპიროებთან კომერციულ გემებზე განხორციელებული სასიკვდილო თავდასხმების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. სულ მცირე შვიდი სატვირთო გემი დაზიანდა ან თავდასხმის ქვეშ მოხვდა. დაახლოებით 30 მეზღვაური დაღუპულად ან დაკარგულად ითვლება.

ნატო-მ განაცხადა, რომ შავ ზღვაში დამატებით გაგზავნის საზღვაო საპატრულო თვითმფრინავებს, რადიოლოკაციურ სისტემებსა და დრონებს. ალიანსს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა შესაძლებლობებისა და აღჭურვილობის მქონე საშუალებებს გაგზავნის.

ამასთან, გასულ შაბათს, რუმინულმა გამანადგურებლებმა რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში რუსეთის უახლესი თაობის ორი დრონი ჩამოაგდეს.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში, თავდასხმის ქვეშ მოხვედრილი გემები ან სულინას არხთან ახლოს იყვნენ გაჩერებული, ან მისკენ მიემართებოდნენ. ეს არხი მდინარე დუნაის შავ ზღვასთან აკავშირებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოReuters: რუმინეთის სანაპიროსთან გემს დრონი თავს დაესხა - ბუქარესტი მომხდარში მოსკოვს ადანაშაულებს
  2. რუსთავი 2სამთავრობორუმინეთის სანაპიროსთან დრონით თავდასხმის შედეგად სამოქალაქო სატვირთო გემი ჩაიძირა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მხრიდან ესკალაციით - ეს უგუნური თავდასხმები საერთაშორისო სამართალს ღიად უგულებელყოფსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები