რუმინეთის სანაპიროსთან დრონით თავდასხმის შედეგად სამოქალაქო სატვირთო გემი ჩაიძირა
რუმინეთის სანაპიროსთან დრონით თავდასხმის გამო სატვირთო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც ერთი მეზღვაური დაიღუპა და სამს ეძებენ. რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა და ინციდენტს უკრაინის წინააღმდეგ ომში ესკალაციის ნაწილი უწოდა.
რუმინეთის სანაპიროსთან დრონით თავდასხმის შედეგად სამოქალაქო სატვირთო გემი ჩაიძირა. დაღუპულია ეკიპაჟის ერთი წევრი, სამს ამ დრომდე ეძებენ, ცხრა მეზღვაურის გადარჩენა კი სანაპირო დაცვამ შეძლო. კომორის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ გემ "ხორივის" ბორტზე უკრაინისა და აზერბაიჯანის 13 მოქალაქე იმყოფებოდა.
რუმინეთის პრეზიდენტმა, მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ნატოს წევრი ქვეყნების - რუმინეთისა და ბულგარეთის სანაპიროებთან უპილოტო საფრენი აპარატებით, თავს უკვე შვიდ სავაჭრო გემს დაესხნენ. დაღუპულად ან დაკარგულად 30-მდე მეზღვაური მიიჩნევა.
"გემს დრონი დაეჯახა. სანაპირო დაცვის ჯგუფმა ცხრა მეზღვაური გადაარჩინა. მსურს მადლობა გადავუხადო მათ. სანაპირო დაცვა და რუმინეთის საზღვაო ძალები ყოველთვის ოპერატიულად მოქმედებენ. სწორედ ამ საკითხზე თავდაცვის უმაღლესი საბჭოს სხდომა გავმართეთ. ცხადია, ეს უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხრიდან, ესკალაციის პროცესის ნაწილია,"- აცხადებს რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…