პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბათუმში აგროსასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე-14 საერთაშორისო გამოფენა იმართება

აჭარის მთავრობა

ბათუმში აგროსასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე-14 საერთაშორისო გამოფენა "AGRO BATUMI 2026" გაიხსნა, რომელშიც 70-მდე კომპანია მონაწილეობს.

"AGRO BATUMI 2026" - ბათუმში აგროსასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე-14 საერთაშორისო გამოფენა იმართება.

ორი დღის განმავლობაში მონაწილეები პოტენციურ მყიდველებს საკუთარ პროდუქციასა და მომსახურებას შესთავაზებენ და ინოვაციურ ტექნოლოგიებს გაეცნობიან. მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიმართა და აგროსასურსათო სექტორის განვითარებისთვის მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე აცხადებს, რომ ძალიან დიდი დაინტერესებაა საზოგადოებაში აგრომიმართულებით.

"მე-14 ჯერ იმართება ეს ღონისძიება ჩვენს რეგიონში და გვიხარია, რომ წლიდან წლამდე იზრდება კომპანიების რაოდენობა. 70-მდე კომპანია წელს იღებს მონაწილეობას, დღეს ჩვენ ვხედავთ აქტიურობას, ძალიან ბევრი დაინტერესებული ადამიანი მოდის კომპანიის წარმომადგენლები, ზოგადად, მათ შორის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, რათა უფრო ახლოს გაეცნონ ახალ ტექნოლოგიებს, ახალ შესაძლებლობებს, თუ რა სიახლეები არის აგრომიმართულებით", - აცხადებს ზურაბ პატარაძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობობათუმში აგროსასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე-14 საერთაშორისო გამოფენა „AGRO BATUMI 2026“ გაიხსნა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
"აგრო ექსპო 2026" - ექსპოჯორჯიას საგამოფენო სივრცეში, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა გაიხსნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები