ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან ერთად ბსუ-ში რეგიონული სამეცნიერო ფესტივალის გახსნას დაესწრო

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „რეგიონული სამეცნიერო ფესტივალი - 2026“ გაიხსნა, რომლის მთავარი გზავნილია „მეცნიერება საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის“. ღონისძიებას დაესწრნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ასევე სხვა ოფიციალური პირები. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა საგამოფენო სივრცეების დათვალიერება, ექსპერიმენტები, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პრეზენტაციები და სკოლის მოსწავლეებისთვის CERN-ის STEM მასტერკლასები.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან ერთად ბსუ-ში რეგიონული სამეცნიერო ფესტივალის გახსნას დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან ერთად ბსუ-ში რეგიონული სამეცნიერო ფესტივალის გახსნას დაესწრორუსთავი 2

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „რეგიონული სამეცნიერო ფესტივალი - 2026“ გაიხსნა.

ფესტივალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან გივი მიქანაძესთან ერთად შეუერთდა.

ფესტივალის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

ზურაბ პატარაძეს და გივი მიქანაძეს ფესტივალზე წარმოდგენილი საგამოფენო სივრცე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ დაათვალიერებინა; გაიმართა არაერთი საინტერესო აქტივობა - ინტერაქციული ექსპერიმენტები, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პრეზენტაციები, თემატური შეხვედრები, ასევე ჩატარდა CERN-ის STEM მასტერკლასები სკოლის მოსწავლეებისთვის.

2026 წლის ფესტივალის მთავარი გზავნილია "მეცნიერება საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის". ფესტივალი ქმნის მეცნიერების, განათლებისა და ინოვაციების ერთიან, ინტერაქციულ სივრცეს, რომელიც აერთიანებს მეცნიერებს, მკვლევრებს, სტუდენტებს, მოსწავლეებს, უნივერსიტეტებსა და კვლევით ორგანიზაციებს.

პროექტი ქვეყნის მასშტაბით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით იმართება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
გორში "მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026" გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები