გახარიას გუნდი ივანიშვილის და ოცნების მაღალჩინოსნების დაკითხვას ითხოვს
გახარიას გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილისა და „ოცნების“ ლიდერების მოწმედ დაკითხვა მოითხოვა. ბერდია სიჭინავას თქმით, მათ უნდა ახსნან, თუ გახარიამ 20 ივნისსა და ჩორჩანაში შეცდომები დაუშვა, რატომ დაუჭირეს მხარი მის გაპრემიერებას.

გახარიას გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, ვახტანგ გომელაურის, მამუკა ბახტაძის, არჩილ თალაკვაძის, გია ვოლსკის, სოზარ სუბარის, თეა წულუკიანის და მამუკა მდინარაძის მოწმის სახით დაბარებას ითხოვს – აღნიშნული შუამდგომლობა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე ბერდია სიჭინავამ დააყენა.
ეს მე-13 შუამდგომლობაა, რომლითაც ოპოზიციის აკრძალვის პროცესზე პლენუმსს მიმართეს.
გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ თავის დროზე გახარიას ნდობა სწორედ ამ ადამიანებმა გამოუცხადეს, ახლა კი უნდა ახსნან, თუ შინაგან საქმეთა ექს მინისტრმა შეცდომები დაუშვა ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმით და 2019 წლის 20 ივნისს, მაშინ რატომღა დაუჭირეს მხარი მის გაპრემიერებას.
გახარიას გუნდი ჩოჩანასა და 20 ივნისის საქმეზე, თქვენი პლენუმის მიერ დამტკიცებული რეგლამენტის თანახმად, საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში მტკიცებულება არის ინფორმაციის შემცველი ობიქტი, რომელიც ადასტურებს, ან უარყოფს ფაქტობრივ გარემოებას. ამ გარემოების უარსაყოფად, რომ ეს ადამიანები, გიორგი გახარიას ერთხმად უჩერდნენ მხარს,სასამართლო სხდომაზე უნდა მობრძანდნენ, და მოწმის სახით დაიკითხონ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლსი წარდგენითაც გახარია 2-ჯერ გახდა პრემიერი, არ გამიჯვნია არც ჩორჩანას და არც 20 ივნისს, ეს არის იმის დამადასტურებელი რომ გამიჯვნის საკითხი ახლა მანიპულაციური მიზნებით, პოლიტიკური პარტიის მიერ არის წარმოდგენილი ე.წ. კონსტიტუციურ სარჩელში. კახა კალაძე, რომელიც გენერალური მდივანი იყო პარტიის, არ გამიჯვნია ამ საქმეს, ირაკლი კობახიძე, რომელიც არ გამიჯვნია კი არა, ერთ-ერთი ავტორი იყო, იმ 20 ივნისის უბედურების, რაც ამ ქვეყანას დაატყდა თავს. ბატონი თალაკვაძე, რომელიც იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მამუკა ბახტაძე – მას სპეციფიური ნაწილი აქვს ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით, მაშინ ის იყო პრემიერ მინისტრი და მაშინ, არა თუ მისი განცხადება არ მოგვისმენია, ჩორჩანასათან და 20 ივნისთან დაკავშირებით, არც გამიჯვნია. ვახტანგ გომელაური, რომელიც იყო სუს-ის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც იყო სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე, კურირებდა საოკუპაციო მიმართულებას და რომელმაც 2019 წელს პარალმენტში გააგზავნა ანგარიში, ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით, სადაც ჩაწერა, რომ საგუშაგო აგებული იქნა ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით. მე არ ვითხოვ 84 დეპუტატის დაბარებას, რომელმაც ხელი აუწიეს ჯერ გიორგი გახარიას პრემიერობას, 2-ჯერ. ვოლსკი, რომელიც პოლიტსაბჭოს წევრი იყო, რომელიც განცხადებებს აკეთებდა როგორც 20 ივნისთან, ასევე ჩორჩანასთან დაკავშირებით. ბატონი სუბარი, რომელსაც ვრცელი ინტერვიუ აქვს 20 ივნისთან დაკავშირებით. თეა წულუკიანი, რომელსაც განცხადებები აქვს გაკეთებული ამ საკითხებზე და მამუკა მდინარაძე, როგორც საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ცნობისთვის, დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმმა სხდომების გადადების შესახებ გახარიას გუნდის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში ბერდია სიჭინავამ განმარტა, რომ პარტია “საქართველოსთვის” არ მიეცა გონივრულ ვადა, საუბარია ერთ თვეზე იმისთვის, რომ შესაგებელი წარედგინა. მანვე სასამართლოს პროცედურული ნორმების დარღვევაზე მიუთითა.
მოსამართლე რევაზ ნადარაიამ სიჭინავას ჰკითხა, როდიდან ითხოვდნენ ერთი თვის ათვლას, 13 ოქტომბრიდან, როცა მათი სარჩელი დარეგისტრირდა თუ დღეიდან, რაზე პასუხადა, სიჭინავამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს უთხრა, რომ 13 ოქტომბრიდან.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- TV პირველიგახარიას გუნდი საკონსტიტუციოში ივანიშვილის, კობახიძის, გომელაურის და სხვა მაღალჩინოსნების მოწმის სახით დაბარებას ითხოვს
- იმედინიუსისაკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის სარჩელთან დაკავშირებით მუშაობას ორშაბათს განაახლებს
- ბათუმელებირატომ ითხოვს გახარიას პარტია ივანიშვილის, კობახიძის და სხვა ლიდერების დაკითხვას – ოპოზიციის აკრძალვის საქმე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…