პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე861 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმემოსამართლე ხუჭუა სადავოდ ხდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესს861 ჩანაწერი · 13 მედია

გახარიას გუნდი საკონსტიტუციოში ივანიშვილის, კობახიძის, გომელაურის და სხვა მაღალჩინოსნების მოწმის სახით დაბარებას ითხოვს

საკონსტიტუციო სასამართლო

გახარიას გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძისა და სხვა მაღალჩინოსნების მოწმის სახით დაკითხვას ითხოვს ჩორჩანასა და 20 ივნისის მოვლენებზე, განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

გახარიას გუნდი საკონსტიტუციოში ივანიშვილის, კობახიძის, გომელაურის და სხვა მაღალჩინოსნების მოწმის სახით დაბარებას ითხოვს
TV პირველი

გახარიას გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, ვახტანგ გომელაურის მამუკა ბახტაძის, არჩილ თალაკვაძის, გია ვოლსკის, სოზარ სუბარი, თეა წულუკიანის, მამუკა მდინარაძის მოწმის სახით დაბარებას ითხოვს - აღნიშნული შუამდგომლობა საკონსტიტუციო სხდომაზე ბერდია სიჭინავამ დააყენა.

მისი თქმით, ჩორჩანას ეპიზოდთან ად 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რაც სარჩელშია გაწერილი, სწორედ აღნიშნულ მაღალჩინოსნებთან არის კითხვები დასასმელი.

გახარიას გუნდი ჩოჩანასა და 20 ივნისის საქმეზე, თქვენი პლენუმის მიერ დამტკიცებული რეგლამენტის თანახმად, საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში მტკიცებულება არის ინფორმაციის შემცველი ობიქტი, რომელიც ადასტურებს, ან უარყოფს ფაქტობრივ გარემოებას. ამ გარემოების უარსაყოფად, რომ ეს ადამიანები, გიორგი გახარიას ერთხმად უჩერდნენ მხარს,სასამართლო სხდომაზე უნდა მობრძანდნე, და მოწმის სახით დაიკითხონ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლსი წარდგენითაც გახარია 2-ჯერ გახდა პრემიერი, არ გამიჯვნია არც ჩორჩანას და არც 20 ივნისს, ეს არის იმის დამდაასტურებელი რომ გამიჯვნის საკითხი ახლა მანიპულაციური მიზნებით, პოლიტიკური პარტიის მიერ არის წარმოდგენილი ე.წ. კონსტიტუციურ სარჩელში. კახა კალაძე, რომელიც გენერალური მდივანი იყო პარტიის, არ გამიჯვნია ამ საქმეს, ირაკლი კობახიძე, რომელიც არ გამიჯვნია კი არა, ერთ-ერთი ავტორი იყო, იმ 20 ივნისის უბედურების, რაც ამ ქვეყანას დაატყდა თავს. ბატონი თალაკვაძე, რომელიც იყო პარლამენტის თავმჯდომარე", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ცნობისთვის, დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმმა სხდომების გადადების შესახებ გახარიას გუნდის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში ბერდია სიჭინავამ განმარტა, რომ პარტია "საქართველოსთვის" არ მიეცა გონივრულ ვადა, საუბარია ერთ თვეზე იმისთვის, რომ შესაგებელი წარედგინა. მანვე სასამართლოს პროცედურული ნორმების დარღვევაზე მიუთითა.

მოსამართლე რევაზ ნადარაიამ სიჭინავას ჰკითხა, როდიდან ითხოვდნენ ერთი თვის ათვლას, 13 ოქტომბრიდან, როცა მათი სარჩელი დარეგისტრირდა თუ დღეიდან, რაზე პასუხადა, სიჭინავამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს უთხრა, რომ 13 ოქტომბრიდან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2
  1. იმედინიუსისამთავრობოსაკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის სარჩელთან დაკავშირებით მუშაობას ორშაბათს განაახლებს
  2. ალიაოპოზიციურიგახარიას გუნდი ივანიშვილის და ოცნების მაღალჩინოსნების დაკითხვას ითხოვს
  3. ბათუმელებიოპოზიციურირატომ ითხოვს გახარიას პარტია ივანიშვილის, კობახიძის და სხვა ლიდერების დაკითხვას – ოპოზიციის აკრძალვის საქმე
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საკონსტიტუციო სასამართლომ კონკრეტული ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების მოწმის სახით გამოკითხვის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები