ანა ბუჩუკური - სარჩელში მითითებული ეპიზოდები, ჩორჩანა და 20 ივნისი, 2019 წელს მოხდა, როცა გახარია „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა, ამ ორივე ეპიზოდის შემდეგ კი პრემიერად იყო წარდგენილი - „ოცნების“ ლოგიკას რომ გავყვეთ, აქ უნდა დაიკითხოს ივანიშვილი
„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა ანა ბუჩუკურმა საკონსტიტუციო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის დაკითხვა მოითხოვა და განაცხადა, რომ სარჩელში მოყვანილი 2019 წლის ეპიზოდებისას გახარია „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა და თავად ივანიშვილის ხელმოწერით წარადგინეს პრემიერად.

მოვითხოვეთ ბიძინა ივანიშვილის დაკითხვა და სასამართლომ გვითხრა ორშაბათს გიპასუხებთო. თქვენ ელოდებით რომ გორდულაძე აქ ბიძინა ივანიშვილს დაკითხავს?! არა, რა თქმა უნდა,- ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ანა ბუჩუკურის თქმით, სარჩელში, წერია, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ არ ემიჯნება გიორგი გახარიას 2019 წლის საქმიანობას, თუმცა, ბუჩუკურის თქმითვე, 2019 წელს გახარია „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა.
„ჩვენ რამდენიმე შუამდგომლობა გავაერთიანეთ და დავაყენეთ ბიძინა ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა. ე.წ. სარჩელში, წერია, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ არ ემიჯნება გიორგი გახარიას 2019 წლის საქმიანობას. 2019 წელს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ არ არსებობდა, 2019 წელს გიორგი გახარია წარმოადგენდა „ქართულ ოცნებას“, სარჩელში მითითებული ეპიზოდები, ჩორჩანას და 20 ივნისს ვგულისხმობ, 2019 წელს მოხდა, ამ ორივე ეპიზოდის შემდეგ, მაშინდელი თავმჯდომარის მიერ ოფიციალური ხელმოწერით იყო გახარია პრემიერის კანდიდატად წარდგენილი. თავად „ქართული ოცნების“ ლოგიკას რომ გავყვეთ, აქ უნდა დაიკითხოს ივანიშვილი, რომელიც არათუ არ გაემიჯნა გახარიას, არამედ პირიქით მისი ხელმოწერით დაწინაურდა“,- აღნიშნა ბუჩუკურმა.
ამასთან, მან იმ ფაქტზეც ისაუბრა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ, პარტიების აკრძალვის სარჩელზე სასამართლო განხილვის ერთი თვით გადადების შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
„პირველი შუამდგომლობა ეხებოდა პროცესუალურ უფლებებს, კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული რეგლამენტში შავით თეთრზე წერია, რომ მოპასუხე მხარეს, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს 30-დღიანი ვადა, რომ წარვადგინოთ ჩვენი პასუხი, შესაგებელი. ჩვენი სარჩელში დამატების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად წარმოებაში ეს სარჩელი მიიღო 13 ოქტომბერს, დღეს 23 ოქტომბერია, 10 დღეა მხოლოდ გასული“,- აღნიშნა ბუჩუკურმა.
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ რამდენიმე შუამდგომლობა გავაერთიანეთ და დავაყენეთ ბიძინა ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა. ე.წ. სარჩელში, წერია, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ არ ემიჯნება გიორგი გახარიას 2019 წლის საქმიანობას. 2019 წელს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ არ არსებობდა, 2019 წელს გიორგი გახარია წარმოადგენდა „ქართულ ოცნებას“, სარჩელში მითითებული ეპიზოდები, ჩორჩანას და 20 ივნისს ვგულისხმობ, 2019 წელს მოხდა, ამ ორივე ეპიზოდის შემდეგ, მაშინდელი თავმჯდომარის მიერ ოფიციალური ხელმოწერით იყო გახარია პრემიერის კანდიდატად წარდგენილი. თავად „ქართული ოცნების“ ლოგიკას რომ გავყვეთ, აქ უნდა დაიკითხოს ივანიშვილი, რომელიც არათუ არ გაემიჯნა გახარიას, არამედ პირიქით მისი ხელმოწერით დაწინაურდა“
„პირველი შუამდგომლობა ეხებოდა პროცესუალურ უფლებებს, კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული რეგლამენტში შავით თეთრზე წერია, რომ მოპასუხე მხარეს, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს 30-დღიანი ვადა, რომ წარვადგინოთ ჩვენი პასუხი, შესაგებელი. ჩვენი სარჩელში დამატების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად წარმოებაში ეს სარჩელი მიიღო 13 ოქტომბერს, დღეს 23 ოქტომბერია, 10 დღეა მხოლოდ გასული“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…