ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის სარჩელთან დაკავშირებით მუშაობას ორშაბათს განაახლებს

საკონსტიტუციო სასამართლოგახარია საქართველოსთვისქართული ოცნებანაციონალური მოძრაობალელოკოალიცია ცვლილებისთვის

საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის სარჩელზე მუშაობას ორშაბათს განაახლებს. პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძისა და ირაკლი კობახიძის მოწმედ გამოკითხვა მოითხოვა, რასაც „ქართული ოცნება“ არ ეთანხმება.

საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის სარჩელთან დაკავშირებით მუშაობას ორშაბათს განაახლებს
საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის სარჩელთან დაკავშირებით მუშაობას ორშაბათს განაახლებსიმედინიუსი

საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის სარჩელთან დაკავშირებით მუშაობას ორშაბათს განაახლებს. სასამართლო სათათბიროდ რამდენიმე წუთის წინ გავიდა.

სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლის ბერდია სიჭინავას რამდენიმე შუამდგომლობასთან დაკავშირებით უნდა იმსჯელოს, რომელსაც მოსარჩელე მხარე - „ქართული ოცნება“ არ ეთანხმება.

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას, კონკრეტული ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების მოწმის სახით გამოკითხვის შუამდგომლობა დააყენა.

როგორც პარტიის წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ პროცესზე აღნიშნა, კონკრეტული პირები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე განსაკუთრებით ჩორჩანასა და 20 ივნისის საქმეებთან დაკავშირებით უნდა გამოიკითხონ, რადგან მოსარჩელე მხარეს თავის სარჩელში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვის საფუძველთა შორის ეს საქმეები აქვს დასახელებული.

მანამდე, ერთ-ერთი, არსებითი სხდომის გადადების შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ბერდია სიჭინავას თქმით, სხდომა ერთი თვის ვადით უნდა გადადებულიყო, ათვლა კი 13 ოქტომბრიდან უნდა დაწყებულიყო. შუამდგომლობას, პროცესში მონაწილე სამივე პარტია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო-ძლიერი საქართველო“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ დაეთანხმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„გახარია საქართველოსთვის“ პარტიების აკრძალვის სარჩელზე სასამართლო განხილვის გადადებას ითხოვს - პარტიის განცხადებით, მათ შემთხვევაში „შესაგებლის მომზადებისთვის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადა“ დარღვეულიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები