ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ავსტრია ოთხ რუს დიპლომატს აძევებს

ეუთო

ავსტრია სპეცსამსახურების მონაცემებზე დაყრდნობით ოთხ რუს დიპლომატს აძევებს, რაზეც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დმიტრი ლუბინსკი აცხადებს, რომ მოსკოვს „შეუქცევადი რეაქცია“ ექნება.

ავსტრია ოთხ რუს დიპლომატს აძევებს
ავსტრია ოთხ რუს დიპლომატს აძევებსრადიო თავისუფლება

ოთხი დიპლომატიდან სამი ვენაში, რუსეთის საელჩოს თანამშრომელია, ხოლო ერთი - ეუთოში რუსეთის წარმომადგენლობის.

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, გადაწყვეტილება მიღებულია ავსტრიის სპეცსამსახურების მონაცემების საფუძველზე. რუსეთის ეს მოქალაქეები დიპლომატის სტატუსთან შეუსაბამო საქმიანობით იყვნენ დაკავებული.

როგორც წესი, სახელმწიფოები ამ ფორმულირებას იყენებენ, როცა საქმე ჯაშუშობას ეხება.

რუსეთის სახელმწიფო მედიამ 23 ოქტომბერს გაავრცელა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დმიტრი ლუბინსკის მოკლე კომენტრი, რომ ავსტრიის გადაწყვეტილებაზე „შეუქცევადი რეაქცია“ ექნებათ.

რუსი დიპლომატები გაძევებული არიან ევროკავშირის არაერთი სახელმწიფოდან.

ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა სექტემბრის დასაწყისში იყო, როცა უნგრეთმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა 10 რუსი დიპლომატი. პასუხად მოსკოვმა რუსეთიდან გააძევა უნგრელი დიპოლმატები

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შეუქცევადი რეაქცია“
დმიტრი ლუბინსკი
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები