ირაკლი ფავლენიშვილი – მოსამართლეები არცერთ შუამდგომლობას არ ითვალისწინებენ, თან ძალიან აგრესიული განცხადებებით გამოირჩევიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ
ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეები არცერთ შუამდგომლობას არ ითვალისწინებენ და ოპოზიციონერების მიმართ აგრესიული განცხადებებით გამოირჩევიან.

მოსამართლეები არცერთ შუამდგომლობას არ ითვალისწინებენ და გამოირჩევიან აგრესიული განცხადებებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომებზე საუბრისას აღნიშნა.
მისი შეფასებით, აშკარად ჩანს, ინსტრუქცია მიღებულია, რომ სწრაფად ჩატარდეს ეს პროცესი, გამომდინარე იქიდან, რომ მომდევნო კვირაშიც დანიშნეს სხდომები.
„რაც შეეხება მიმდინარე შუამდგომლობების ეტაპს, გაირკვა, რომ ადრე, როდესაც ცდილობდნენ დემონსტრირებას, თითქოს რაღაც ერთი შუამდგომლობაც შეიძლება თეორიულად დაეკმაყოფილებინათ, ახლა საერთოდ ხელი აქვთ ჩაქნეული ამ „დემოკრატიის შეხვედრაზეც“ კი. არცერთ შუამდგომლობას არ ითვალისწინებენ, თან მოსამართლეები ძალიან აგრესიული განცხადებებით გამოირჩევიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ, რითაც ამ მიმართულებით ჯაბნიან თავიანთ კოლეგებს საქალაქო სასამართლოში“, – აღნიშნა ფავლენიშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„რაც შეეხება მიმდინარე შუამდგომლობების ეტაპს, გაირკვა, რომ ადრე, როდესაც ცდილობდნენ დემონსტრირებას, თითქოს რაღაც ერთი შუამდგომლობაც შეიძლება თეორიულად დაეკმაყოფილებინათ, ახლა საერთოდ ხელი აქვთ ჩაქნეული ამ „დემოკრატიის შეხვედრაზეც“ კი. არცერთ შუამდგომლობას არ ითვალისწინებენ, თან მოსამართლეები ძალიან აგრესიული განცხადებებით გამოირჩევიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ, რითაც ამ მიმართულებით ჯაბნიან თავიანთ კოლეგებს საქალაქო სასამართლოში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…