ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მოკლული მასწავლებლის დედა მალანიებს მიმართავს

თბილისის საქალაქო სასამართლოსაქართველოს პროკურატურა

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ განაცხადა, რომ გიორგი მალანიას ბრალის დასადასტურებლად საქმეში უამრავი მტკიცებულებაა და სასამართლოსგან მისთვის მაქსიმალური სასჯელის განსაზღვრას ელის.

მოკლული მასწავლებლის დედა მალანიებს მიმართავს
მოკლული მასწავლებლის დედა მალანიებს მიმართავსTV პირველი

მოკლული მასწავლებლსი საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის, გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას ესწრება გიგა ავალიანის დედა - ეკა კუპატაძემ პროცესის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთდა მალანიებს მიმართა:

"მალანიებს ეგონათ, რომ ისევე მიიჩქმალებოდა გიორგი მალანიას ბრალეულობა გიგა ავალიანის მკვლელობაში, როგორც მიიჩქმალა 2006 წელს, რუსთაველზე სადისტურად მოკლული დავით ზურაბიანის საქმეში თავად კოტე მალანიას გერის, ირაკლი ალფაიძის ფიგურანტობა", - ამბობს ეკა კუპატაძე.

ამით მოხდება 40-ტომიანი საქმის გამოკვლევის დასრულება ბრალდების მხარის მხრიდან.საქმე გახლავთ 40-ტომიანი და ამ საქმის დეტალურად გამოკვლევის შედეგად, დარწმუნებული ვარ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სასამართლო უტყუარად დაასაბუთებს გიორგი მალანიას ბრალს შესაბამისი მუხლით და სასჯელის ზომას მისი დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე მაქსიმალურს განსაზღვრავს. წარმოდგენილ მტკიცებულებებში უხვად არის პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებები გიორგი მალანიას ბრალის დასადასტურებლად. გიორგი მალანიას დაჭერის შემდეგ, პირველი კომენტარი ოჯახის ახლობელმა, კოტე მალანიამ გააკეთა - ვერაფერი იყო ისეთი, რაც ბრალს დაასაბუთებდაო, არ ვიცი რისი თქმა უნდოდა. მე ერთი რამ მინდა გითხრათ, კოტე მალანიას და ზოგადად, მალანიებს ეგონათ, რომ ისევე მიიჩქმალებოდა გიორგი მალანიას ბრალეულობა გიგა ავალიანის მკვლელობაში, როგორც მიიჩქმალა 2006 წელს, რუსთაველზე სადისტურად მოკლული დავით ზურაბიანის საქმეში თავად კოტე მალანიას გერის, ირაკლი ალფაიძის ფიგურანტობა, მაგრამ გიგა ავალიანის სიმართლისთვის სადარაჯოზე დგას მისი დედა. მერაბ მალანიამ თქვა, “გაგებით ვეკიდებითო”, პოლიტიკური ტყვე იყო მისი შვილი, თუ რას ეკიდებოდა გაგებით? თუ მისი შვილი უდანაშაულოა, გაგებით როგორ ეკიდებოდა? ჰოდა, მე გაგებით არ მოვეკიდე ჩემი შვილის მკვლელობას, მხარი დამიჭირა პროკურატურამ, საზოგადოებამ და ჩვენ ერთად მივაღწიეთ ამ სამართალს, პრინციპული, სამართლიანი მოსამართლეების ობიექტურობით, უშიშრობით”, - განაცხადა კუპატაძემ.

ცნობისთვის, გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მალანიებს ეგონათ, რომ ისევე მიიჩქმალებოდა გიორგი მალანიას ბრალეულობა გიგა ავალიანის მკვლელობაში, როგორც მიიჩქმალა 2006 წელს, რუსთაველზე სადისტურად მოკლული დავით ზურაბიანის საქმეში თავად კოტე მალანიას გერის, ირაკლი ალფაიძის ფიგურანტობა“
ეკა კუპატაძე
„გაგებით ვეკიდებითო“
მერაბ მალანია
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი პატიმრობაში დატოვეს - სხდომის დეტალებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები