ეკა კუპატაძე - მერაბ მალანიამ თქვა: „გაგებით ვეკიდებითო“, პოლიტიკური ტყვე იყო მისი შვილი, თუ რას ეკიდებოდა გაგებით? თუ მისი შვილი უდანაშაულოა, გაგებით როგორ ეკიდებოდა?
მოკლული მასწავლებლის დედა ეკა კუპატაძე ამტკიცებს, რომ მალანიებს საქმის მიჩქმალვა სურდათ. მისი თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებები გიორგი მალანიას ბრალს უტყუარად დაადასტურებს და სასამართლო მისთვის მაქსიმალურ სასჯელს განსაზღვრავს.

მალანიებს ეგონათ, რომ ისევე მიიჩქმალებოდა გიორგი მალანიას ბრალეულობა გიგა ავალიანის მკვლელობაში, როგორც მიიჩქმალა 2006 წელს, რუსთაველზე სადისტურად მოკლული დავით ზურაბიანის საქმეში თავად კოტე მალანიას გერის, ირაკლი ალფაიძის ფიგურანტობა, - ამის შესახებ გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ განაცხადა.
ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის, გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
“დღეს პროკურატურა ნივთიერ მტკიცებულებებს გამოიკვლევს, ამით მოხდება 40-ტომიანი საქმის გამოკვლევის დასრულება ბრალდების მხარის მხრიდან. საქმეზე 300-ზე მეტი მოწმე იყო წარმოდგენილი, უამრავი წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება, საქმე გახლავთ 40-ტომიანი და ამ საქმის დეტალურად გამოკვლევის შედეგად, დარწმუნებული ვარ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სასამართლო უტყუარად დაასაბუთებს გიორგი მალანიას ბრალს შესაბამისი მუხლით და სასჯელის ზომას მისი დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე მაქსიმალურს განსაზღვრავს. წარმოდგენილ მტკიცებულებებში უხვად არის პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებები გიორგი მალანიას ბრალის დასადასტურებლად. გიორგი მალანიას დაჭერის შემდეგ, პირველი კომენტარი ოჯახის ახლობელმა, კოტე მალანიამ გააკეთა - ვერაფერი იყო ისეთი, რაც ბრალს დაასაბუთებდაო, არ ვიცი რისი თქმა უნდოდა. მე ერთი რამ მინდა გითხრათ, კოტე მალანიას და ზოგადად, მალანიებს ეგონათ, რომ ისევე მიიჩქმალებოდა გიორგი მალანიას ბრალეულობა გიგა ავალიანის მკვლელობაში, როგორც მიიჩქმალა 2006 წელს, რუსთაველზე სადისტურად მოკლული დავით ზურაბიანის საქმეში თავად კოტე მალანიას გერის, ირაკლი ალფაიძის ფიგურანტობა, მაგრამ გიგა ავალიანის სიმართლისთვის სადარაჯოზე დგას მისი დედა. მერაბ მალანიამ თქვა, “გაგებით ვეკიდებითო”, პოლიტიკური ტყვე იყო მისი შვილი, თუ რას ეკიდებოდა გაგებით? თუ მისი შვილი უდანაშაულოა, გაგებით როგორ ეკიდებოდა? ჰოდა, მე გაგებით არ მოვეკიდე ჩემი შვილის მკვლელობას, მხარი დამიჭირა პროკურატურამ, საზოგადოებამ და ჩვენ ერთად მივაღწიეთ ამ სამართალს, პრინციპული, სამართლიანი მოსამართლეების ობიექტურობით, უშიშრობით”, - განაცხადა კუპატაძემ.
ცნობისთვის, გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„დღეს პროკურატურა ნივთიერ მტკიცებულებებს გამოიკვლევს, ამით მოხდება 40-ტომიანი საქმის გამოკვლევის დასრულება ბრალდების მხარის მხრიდან. საქმეზე 300-ზე მეტი მოწმე იყო წარმოდგენილი, უამრავი წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება, საქმე გახლავთ 40-ტომიანი და ამ საქმის დეტალურად გამოკვლევის შედეგად, დარწმუნებული ვარ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სასამართლო უტყუარად დაასაბუთებს გიორგი მალანიას ბრალს შესაბამისი მუხლით და სასჯელის ზომას მისი დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე მაქსიმალურს განსაზღვრავს. წარმოდგენილ მტკიცებულებებში უხვად არის პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებები გიორგი მალანიას ბრალის დასადასტურებლად. გიორგი მალანიას დაჭერის შემდეგ, პირველი კომენტარი ოჯახის ახლობელმა, კოტე მალანიამ გააკეთა - ვერაფერი იყო ისეთი, რაც ბრალს დაასაბუთებდაო, არ ვიცი რისი თქმა უნდოდა. მე ერთი რამ მინდა გითხრათ, კოტე მალანიას და ზოგადად, მალანიებს ეგონათ, რომ ისევე მიიჩქმალებოდა გიორგი მალანიას ბრალეულობა გიგა ავალიანის მკვლელობაში, როგორც მიიჩქმალა 2006 წელს, რუსთაველზე სადისტურად მოკლული დავით ზურაბიანის საქმეში თავად კოტე მალანიას გერის, ირაკლი ალფაიძის ფიგურანტობა, მაგრამ გიგა ავალიანის სიმართლისთვის სადარაჯოზე დგას მისი დედა. მერაბ მალანიამ თქვა, “გაგებით ვეკიდებითო”, პოლიტიკური ტყვე იყო მისი შვილი, თუ რას ეკიდებოდა გაგებით? თუ მისი შვილი უდანაშაულოა, გაგებით როგორ ეკიდებოდა? ჰოდა, მე გაგებით არ მოვეკიდე ჩემი შვილის მკვლელობას, მხარი დამიჭირა პროკურატურამ, საზოგადოებამ და ჩვენ ერთად მივაღწიეთ ამ სამართალს, პრინციპული, სამართლიანი მოსამართლეების ობიექტურობით, უშიშრობით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…