ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი პატიმრობაში დატოვეს - სხდომის დეტალები

შინაგან საქმეთა სამინისტრო

მოსამართლემ თბილისში მოკლული მასწავლებლის საქმეზე ბრალდებული შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი, გიორგი მალანია პატიმრობაში დატოვა. პროკურორის განცხადებით, მტკიცებულებები ადასტურებს მალანიას კავშირს მკვლელობაში მსჯავრდებულთან თავდასხმამდე და მის შემდეგაც.

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის, მერაბ მალანიას შვილი, პატიმრობაში დატოვეს - მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ არ დააკმაყოფილა და გიორგი მალანია ისევ ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილების საფუძვლად ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე დასახელდა.

თბილისში მოკლული მასწავლების საქმის დღევანდელ პროცესზეეე ბრალდების მხარემ საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებიც გამოიკვლია.

საქმსი პროკურორის, ქეთი სონიძის თქმით სწორედ წერილობითი მტკიცებულებებით მტკიცდება, რომ გიორგი მალანიას კავშირი ჰქონდა როგორც დანშაულის ჩადენამდე, ისე დანაშაულის ჩადენის დღეს და მის შემდეგაც მკვლელობაში მსჯავრდებულ ალექსანდრე გაბაშვილთან.

წერილობითი მტკიცებულებებით აშკარად დასტურდება ალექსანდრე გაბაშვილისა და გიორგი მალანიას ინტენსიური კავშირი დანაშაულის ჩადენამდე რამდენიმე დღით ადრე და უშუალოდ დანაშაულის ჩადენის დღესაც, ასევე დანაშაულის ჩადენის შემდგომ პერიოდშიც. განიხილავდენ მოსალოდნენ თავდასხმასთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციას. კერძოდ, ეს საჭირო ინფორმაცია იყო გიგა ავალიანის მისამართის შესახებ ინფორმაცია, მის ჩაცმულობასთან და ვიზუალურ მონაცემებით დაკავშირებული ინფორმაცია.

ალექსანდრე გაბაშვილი დემეტრე ჩიქოვანს სწერდა, რომ მისამართის გაგებაში ეხმარებოდა გიო, ნიაკოს მეგობარი, ანუ გიორგი მალანია". - განაცხად აქეთი სონიძემ.

ცნობისთვის, გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – სასამართლო გიორგი მალანიას აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები