ეკა კუპატაძე: პროკურატურა გამოიკვლევს ნივთიერ მტკიცებულებებს, რითაც დასრულდება 40-ტომიანი საქმის გამოკვლევა ბრალდების, ანუ ჩვენი მხრიდან
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე გიორგი მალანიას პროცესი მიმდინარეობს, სადაც, დაზარალებულის ადგილმონაცვლე ეკა კუპატაძის თქმით, ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევით ბრალდების მხარის მიერ 40-ტომიანი საქმის გამოკვლევა დასრულდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. პროცესს დაზარალებულის ადგილმონაცვლე ეკა კუპატაძე ესწრება.
გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან.
გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე აცხადებს, რომ პროკურატურა გამოიკვლევს ნივთიერ მტკიცებულებებს, რის შემდეგაც 40-ტომიანი საქმის გამოკვლევა დასრულდება.
"პროკურატურა გამოიკვლევს ნივთიერ მტკიცებულებებს, ამით მოხდება 40-ტომიანი საქმის გამოკვლევის დასრულება ბრალდების მხარის მხრიდან, ანუ ჩვენი მხრიდან. 300-ზე მეტი მოწმე იყო წარმოდგენილი საქმეში, უამრავი წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება, საქმე გახლდათ 40-ტომიანი", - აცხადებს გიგა ავალიანის დედა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„პროკურატურა გამოიკვლევს ნივთიერ მტკიცებულებებს, ამით მოხდება 40-ტომიანი საქმის გამოკვლევის დასრულება ბრალდების მხარის მხრიდან, ანუ ჩვენი მხრიდან. 300-ზე მეტი მოწმე იყო წარმოდგენილი საქმეში, უამრავი წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება, საქმე გახლდათ 40-ტომიანი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…