ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თენგიზ შარმანაშვილი: „ჩვენი ოპონენტები, უბრალოდ, აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი ფორმით აყენებენ, შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება. თუ არასწორი ფორმით აყენებ შუამდგომლობას, რა თქმა უნდა, არ დაკმაყოფილდება, მაგრამ მათ ყოველთვის აღქმები აინტერესებდათ, ვიდრე ფაქტები“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა ოპონენტები სასამართლო პროცესის განზრახ გაჭიანურებასა და ისეთი შუამდგომლობების წარდგენაში დაადანაშაულა, რომელთა დაკმაყოფილება შეუძლებელია, რათა შემდგომ ეს რიცხვი საკუთარი პიარისთვის გამოიყენონ.

თენგიზ შარმანაშვილი: „ჩვენი ოპონენტები, უბრალოდ, აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი ფორმით აყენებენ, შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება. თუ არასწორი ფორმით აყენებ შუამდგომლობას, რა თქმა უნდა, არ დაკმაყოფილდება, მაგრამ მათ ყოველთვის აღქმები აინტერესებდათ, ვიდრე ფაქტები“
თენგიზ შარმანაშვილი: „ჩვენი ოპონენტები, უბრალოდ, აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი ფორმით აყენებენ, შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება. თუ არასწორი ფორმით აყენებ შუამდგომლობას, რა თქმა უნდა, არ დაკმაყოფილდება, მაგრამ მათ ყოველთვის აღქმები აინტერესებდათ, ვიდრე ფაქტები“POSTV

„ჩვენს ოპონენტებს უნდათ დროის გაჭიანურება, რათა რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ეს პროცესი, და თუ საერთოდ არ დამთავრდება დიდი ხანი, ეს ურჩევნიათ. და მეორე – უბრალოდ, აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი ფორმით აყენებენ, რომ შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა გუშინდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით.

„მერე, ალბათ, ხმამაღლა განაცხადებენ: აი, ჩვენ დავაყენეთ 17 შუამდგომლობა და არცერთი არ დააკმაყოფილეს. რა თქმა უნდა, თუ სამართლებრივი საფუძველი არ არის და არასწორი ფორმით აყენებ შუამდგომლობას, არ დაკმაყოფილდება, მაგრამ მათ, უბრალოდ, ეს რიცხვი აინტერესებთ; მათ ხომ ყოველთვის აღქმები აინტერესებდათ, ვიდრე ფაქტები და აი, ამას აკეთებენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას და ყველა ეტაპზე მივცემთ ამის განმარტებას და არ მივცეთ იმის საშუალებას, რომ ეს პროცესუალური ქმედება პიარისთვის გამოიყენონ“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.

შარმანაშვილი, ასევე, ოპონენტების განცხადებებს გამოეხმაურა, რომელთა თქმით, საქმეში არ ჩანს, ვის რა ნაწილი ეხება ამ სარჩელიდან.

„ეს არის აბსოლუტური ტყუილი. ძალიან ნათლად ჩანს, ვის რას ეხება, ხოლო თუ არ მოსწონთ, როგორი ფორმით არის გაკეთებული, ხომ ელემენტარული ლოგიკაა – თუ ცუდად გავაკეთე, ხომ უნდა გაწყობდეს, უფრო ადვილად გააბათილებ, მაგრამ ამასთან რომ არ გვაქვს საქმე და პირიქით არის.

ძალიან კარგად იციან, რომ სერიოზული მტკიცებულებები არსებობს, ამიტომ ნერვიულობენ და პიარულად აჩვენებენ თავიანთ “ბაბლს”, მომხრეებსაც და უნდათ, რომ საზოგადოებასაც თავს მოახვიონ, თითქოს იქ არაფერი არ არის. არაფერი რომ არ იყოს, ძალიან მშვიდად იქნებოდნენ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენს ოპონენტებს უნდათ დროის გაჭიანურება, რათა რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ეს პროცესი, და თუ საერთოდ არ დამთავრდება დიდი ხანი, ეს ურჩევნიათ. და მეორე – უბრალოდ, აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი ფორმით აყენებენ, რომ შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება“
თენგიზ შარმანაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თენგიზ შარმანაშვილი: ახლა, როდესაც ჩვენი სუვერენიტეტის დაცვის ხარისხი გაცილებით მაღალია, დადგა დრო 1 200 000 ადამიანის დაკვეთა შევასრულოთ, რომელსაც არჩევნებამდე ვუთხარით, რომ თუ ხმას მოგვცემთ, ჩვენ ამას განვახორციელებთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები