პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე859 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმე“უკადრებელი არ უნდა იკადრო. სტუდენტობის დროიდან გვაქვს ურთიერთობა” – შარმანაშვილი ჩიხრაძეს859 ჩანაწერი · 13 მედია

თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენი ოპონენტები აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი ფორმით აყენებენ, შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება. თუ არასწორი ფორმით აყენებ შუამდგომლობას, რა თქმა უნდა, არ დაკმაყოფილდება, მაგრამ მათ ყოველთვის აღქმები აინტერესებდათ ვიდრე ფაქტები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი ოპონენტებს სასამართლო პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებასა და დაუსაბუთებელი შუამდგომლობების საპიაროდ გამოყენებაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, საქმეში სერიოზული მტკიცებულებები არსებობს.

თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენი ოპონენტები აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი ფორმით აყენებენ, შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება. თუ არასწორი ფორმით აყენებ შუამდგომლობას, რა თქმა უნდა, არ დაკმაყოფილდება, მაგრამ მათ ყოველთვის აღქმები აინტერესებდათ ვიდრე ფაქტები
რუსთავი 2

აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი ფორმით აყენებენ, რომ შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მან გუშინდელი სასამართლო პროცესი შეაჯამა და აღნიშნა, რომ ოპონენტები დროის გაჭიანურებას ცდილობენ.

"ორი რამ აჩვენა: ერთი, ჩვენს ოპონენტებს უნდათ დროის გაჭიანურება, რათა რაც შეიძლება, დიდხანს გაგრძელდეს ეს პროცესი, და თუ საერთოდ არ დამთავრდება დიდი ხანი ეს ურჩევნიათ. და მეორე, უბრალოდ აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი ფორმით აყენებენ, რომ შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება. მერე ალბათ ხმამაღლა განაცხადებენ: აი ჩვენ დავაყენეთ 17 შუამდგომლობა და არც ერთი არ დააკმაყოფილეს. რა თქმა უნდა, თუ სამართლებრივი საფუძველი არ არის და არასწორი ფორმით აყენებ შუამდგომლობას, არ დაკმაყოფილდება, მაგრამ მათ უბრალოდ ეს რიცხვი აინტერესებთ, მათ ხომ ყოველთვის აღქმები აინტერესებდათ ვიდრე ფაქტები და აი ამას აკეთებენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას და ყველა ეტაპზე მივცემთ ამის განმარტებას და არ მივცეთ იმის საშუალებას, რათა ეს პროცესუალური ქმედება გამოიყენონ საპიაროდ",-აღნიშნა შარმანაშვილმა.

შარმანაშვილი, ასევე, ოპონენტების განცხადებებს გამოეხმაურა, რომელთა თქმითაც, საქმეში არ ჩანს ვის რა ნაწილი ეხება ამ სარჩელიდან, რაზეც თქვა, რომ ტყუილია და ყველამ იცის, ვის რა ეხება.

"ეს არის აბსოლუტური ტყუილი, ძალიან ნათლად ჩანს, ვის რას ეხება, ხოლო თუ არ მოსწონთ, როგორი ფორმით არის გაკეთებული, ხო ელემენტარული ლოგიკაა- თუ ცუდად გავაკეთე, ხომ უნდა გაწყობდეს, უფრო ადვილად გააბათილებ, მაგრამ ამასთან რომ არ გვაქვს საქმე და პირიქით არის. ძალიან კარგად იციან, რომ სერიოზული მტკიცებულებები არსებობს, ამიტომ ნერვიულობენ და პიარულად აჩვენებენ თავის ბაბლს, მომხრეებსაც და უნდათ, რომ საზოგადოებასაც თავს მოახვიონ, თითქოს იქ არაფერი არ არის. არაფერი რომ არ იყოს, ძალიან მშვიდად იქნებოდნენ“,-განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. POSTVსამთავრობოთენგიზ შარმანაშვილი: „ჩვენი ოპონენტები, უბრალოდ, აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი ფორმით აყენებენ, შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება. თუ არასწორი ფორმით აყენებ შუამდგომლობას, რა თქმა უნდა, არ დაკმაყოფილდება, მაგრამ მათ ყოველთვის აღქმები აინტერესებდათ, ვიდრე ფაქტები“
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურითენგიზ შარმანაშვილი - ჩვენი ოპონენტები უბრალოდ აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი ფორმით აყენებენ, შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება - ნათლად ჩანს, სარჩელში ვის რას ეხება, კარგად იციან, რომ სერიოზული მტკიცებულებები არსებობს და ამიტომ ნერვიულობენ
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თენგიზ შარმანაშვილი პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვაზე - რასაც უყურებთ, არის დროის გაწელვის ტაქტიკა - აგერ მასალა, აგერ სასამართლო, გაქვს იმის საშუალება, რომ გააბათილო და გააბათილე, კი ბატონოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები