პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე859 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმე“უკადრებელი არ უნდა იკადრო. სტუდენტობის დროიდან გვაქვს ურთიერთობა” – შარმანაშვილი ჩიხრაძეს859 ჩანაწერი · 13 მედია

თენგიზ შარმანაშვილი პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვაზე - რასაც უყურებთ, არის დროის გაწელვის ტაქტიკა - აგერ მასალა, აგერ სასამართლო, გაქვს იმის საშუალება, რომ გააბათილო და გააბათილე, კი ბატონო

ქართული ოცნება

„ქართული ოცნების“ დეპუტატ თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, პარტიების აკრძალვის სარჩელზე ოპოზიციის მოქმედება დროის გაწელვის ტაქტიკაა და მათ ბრალდებების გასაბათილებლად სასამართლოში მასალები უკვე აქვთ.

თენგიზ შარმანაშვილი პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვაზე - რასაც უყურებთ, არის დროის გაწელვის ტაქტიკა - აგერ მასალა, აგერ სასამართლო, გაქვს იმის საშუალება, რომ გააბათილო და გააბათილე, კი ბატონო
ინტერპრესნიუსი

არ არის საჭირო, ვინმე დაგვეხმაროს სარჩელის გამართვაში - აგერ მასალა, აგერ სასამართლო, გაქვს შენ იმის საშუალება, რომ გააბათილო და გააბათილე, კი ბატონო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი, რასავ ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ, დროის გაწელვის ტაქტიკაა.

„ძალიან მარტივია. ისინი უნდა ამოვიდნენ სარჩელიდან. თუ რომელიმე ბრალდება, რომელიც არის მოცემული, ვინმეს არ მიემართება, ან არ ჩანს, სასამართლო ამას არ განიხილავს, ან უარყოფითად განიხილავს მოსარჩელის პოზიციიდან. არ არის საჭირო, ვინმე დაგვეხმაროს სარჩელის

გამართვაში. ეს არანაირი პროცესუალური ვალდებულება არ არის. ამიტომ ეს ყველაფერი, რასაც უყურებთ, არის დროის გაწელვის ტაქტიკა. აგერ მასალა, აგერ სასამართლო, გაქვს შენ იმის საშუალება, რომ გააბათილო და გააბათილე, კი ბატონო,“ -განაცხადა შარმანაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენი მტკიცებულებების ნაწილი ძირითადად ემყარება საგამოძიებო კომისიის მასალებს. ასევე, სარჩელში არის უფრო ფართოდ მოხმობილი იმის მტკიცებულებები, რომელიც ამ პარტიებს ერთმანეთთან აკავშირებთ და ერთმანეთის ქმედებებზე პასუხისმგებელს ხდისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები