თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენი მტკიცებულებების ნაწილი ძირითადად ემყარება საგამოძიებო კომისიის მასალებს. ასევე, სარჩელში არის უფრო ფართოდ მოხმობილი იმის მტკიცებულებები, რომელიც ამ პარტიებს ერთმანეთთან აკავშირებთ და ერთმანეთის ქმედებებზე პასუხისმგებელს ხდის
თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, სარჩელში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებს ერთმანეთთან აკავშირებს და საერთო ქმედებებზე პასუხისმგებელს ხდის. მან აბსურდი უწოდა ოპოზიციის მტკიცებას, თითქოს მათ არ იციან, რას ედავება მმართველი გუნდი.

ჩვენი მტკიცებულებების ნაწილი ძირითადად ემყარება საგამოძიებო კომისიის მასალებს. ასევე, სარჩელში არის უფრო ფართოდ მოხმობილი იმის მტკიცებულებები, რომელიც ამ პარტიებს ერთმანეთთან აკავშირებთ და ერთმანეთის ქმედებებზე პასუხისმგებელს ხდის. დღეს გამოვა ჩვენი მომხსენებელი და ფართოდ წარუდგენს სასამართლოს ამ მტკიცებულებებს, - განაცხადა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.
თენგიზ შარმანაშვილის თქმით, აბსურდია ოპოზიციის განცხადებები, რომელსაც ისინი სასამართლო სხდომებზე აკეთებენ, თითქოს არ იციან რას ედავება მათ „ქართული ოცნება“.
„შემდგომში, როდესაც ისინი თავის მოსაზრებებს გადმოსცემდნენ, ძალიან მარტივად ახსნეს, რაში ედავებოდნენ მათ. ასე რომ მათ ძალიან კარგად იციან, რას ვედავებით“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„შემდგომში, როდესაც ისინი თავის მოსაზრებებს გადმოსცემდნენ, ძალიან მარტივად ახსნეს, რაში ედავებოდნენ მათ. ასე რომ მათ ძალიან კარგად იციან, რას ვედავებით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…