თენგიზ შარმანაშვილი - ჩვენი ოპონენტები უბრალოდ აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი ფორმით აყენებენ, შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება - ნათლად ჩანს, სარჩელში ვის რას ეხება, კარგად იციან, რომ სერიოზული მტკიცებულებები არსებობს და ამიტომ ნერვიულობენ
თენგიზ შარმანაშვილი ოპონენტებს საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესის განზრახ გაჭიანურებასა და დაუკმაყოფილებელი შუამდგომლობების პიარისთვის დაგროვებაში ადანაშაულებს. დეპუტატის მტკიცებით, ოპოზიციას სარჩელში არსებული მყარი მტკიცებულებების გამო ნერვიულობა ეტყობა.

აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი ფორმით აყენებენ, რომ შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან საკონსტიტუციო სასამართლოში გუშინდელი სასამართლო პროცესის შეჯამებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ოპონენტები დროის გაჭიანურებას ცდილობენ.
მისი თქმით, ოპონენტებს უნდათ დროის გაჭიანურება უნდათ.
„ორი რამ აჩვენა: ერთი, ჩვენს ოპონენტებს უნდათ დროის გაჭიანურება, რათა რაც შეიძლება, დიდხანს გაგრძელდეს ეს პროცესი, და თუ საერთოდ არ დამთავრდება დიდი ხანი ეს ურჩევნიათ. და მეორე, უბრალოდ აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი ფორმით აყენებენ, რომ შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება. მერე ალბათ ხმამაღლა განაცხადებენ: აი ჩვენ დავაყენეთ 17 შუამდგომლობა და არც ერთი არ დააკმაყოფილეს. რა თქმა უნდა, თუ სამართლებრივი საფუძველი არ არის და არასწორი ფორმით აყენებ შუამდგომლობას, არ დაკმაყოფილდება, მაგრამ მათ უბრალოდ ეს რიცხვი აინტერესებთ, მათ ხომ ყოველთვის აღქმები აინტერესებდათ ვიდრე ფაქტები და აი ამას აკეთებენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას და ყველა ეტაპზე მივცემთ ამის განმარტებას და არ მივცეთ იმის საშუალებას, რათა ეს პროცესუალური ქმედება გამოიყენონ საპიაროდ“,-აღნიშნა შარმანაშვილმა.
შარმანაშვილი, ასევე, ოპონენტების განცხადებებს გამოეხმაურა, რომელთა თქმითაც, საქმეში არ ჩანს ვის რა ნაწილი ეხება ამ სარჩელიდან, რაზეც თქვა, რომ ტყუილია და ყველამ იცის, ვის რა ეხება.
„ეს არის აბსოლუტური ტყუილი, ძალიან ნათლად ჩანს, ვის რას ეხება, ხოლო თუ არ მოსწონთ, როგორი ფორმით არის გაკეთებული, ხო ელემენტარული ლოგიკაა- თუ ცუდად გავაკეთე, ხომ უნდა გაწყობდეს, უფრო ადვილად გააბათილებ, მაგრამ ამასთან რომ არ გვაქვს საქმე და პირიქით არის. ძალიან კარგად იციან, რომ სერიოზული მტკიცებულებები არსებობს, ამიტომ ნერვიულობენ და პიარულად აჩვენებენ თავის ბაბლს, მომხრეებსაც და უნდათ, რომ საზოგადოებასაც თავს მოახვიონ, თითქოს იქ არაფერი არ არის. არაფერი რომ არ იყოს, ძალიან მშვიდად იქნებოდნენ“,-განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
თენგიზ შარმანაშვილმა საერთაშორისო გამოხმაურებები, მათ შორის, „ალდეს“ განცხადებაც შეაფასა, რომელიც ევროკავშირს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.
შარმანაშვილის განცხადებით, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც კონსტიტუციურ დანაწესებს სუვერენული უფლებების გამოყენებით გამოიყენებს და ვერავინ ჩაერევა ამ საქმეში.
„ეს გამოხმაურება რომ იყოს, ან მოწოდება იყოს, რომ ჩვენ დარწმუნებულნი ვართ და იმედს გამოვთქვამთ, რომ სამართლიანი სასამართლო პროცესი ჩატარდება, ეს ნორმალური და ასატანი იქნებოდა, მაგრამ ისინი რას გვეუბნებიან? არ გამოვიყენოთ ჩვენი კონსტიტუციური უფლება და არ შევიტანოთ სარჩელი, ან შეტანილი სარჩელი გამოვიტანოთ. ანუ თვითონ გვიწყვეტენ როგორ მოვიქცეთ, ჩვენი კონსტიტუცია რა შემთხვევაში გამოვიყენოთ და რა შემთხვევაში არ გამოვიყენოთ. აი რა შთაბეჭდილება უნდა დავტოვოთ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე? თუ მათი კარნახით დავიწყებთ საქართველოს კონსტიტუციის გამოყენებას. აი ამასთან გვაქვს საქმე. ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობა და ჩვენ კონსტიტუციურ დანაწესებს გამოვიყენებთ ჩვენი სუვერენული უფლებების გამოყენებით და ვერავინ ამ საქმეში ვერ ჩაერევა“,- განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენი ოპონენტები აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი ფორმით აყენებენ, შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება. თუ არასწორი ფორმით აყენებ შუამდგომლობას, რა თქმა უნდა, არ დაკმაყოფილდება, მაგრამ მათ ყოველთვის აღქმები აინტერესებდათ ვიდრე ფაქტები
- POSTVთენგიზ შარმანაშვილი: „ჩვენი ოპონენტები, უბრალოდ, აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი ფორმით აყენებენ, შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება. თუ არასწორი ფორმით აყენებ შუამდგომლობას, რა თქმა უნდა, არ დაკმაყოფილდება, მაგრამ მათ ყოველთვის აღქმები აინტერესებდათ, ვიდრე ფაქტები“
ციტატები სტატიიდან
„ეს გამოხმაურება რომ იყოს, ან მოწოდება იყოს, რომ ჩვენ დარწმუნებულნი ვართ და იმედს გამოვთქვამთ, რომ სამართლიანი სასამართლო პროცესი ჩატარდება, ეს ნორმალური და ასატანი იქნებოდა, მაგრამ ისინი რას გვეუბნებიან? არ გამოვიყენოთ ჩვენი კონსტიტუციური უფლება და არ შევიტანოთ სარჩელი, ან შეტანილი სარჩელი გამოვიტანოთ. ანუ თვითონ გვიწყვეტენ როგორ მოვიქცეთ, ჩვენი კონსტიტუცია რა შემთხვევაში გამოვიყენოთ და რა შემთხვევაში არ გამოვიყენოთ. აი რა შთაბეჭდილება უნდა დავტოვოთ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე? თუ მათი კარნახით დავიწყებთ საქართველოს კონსტიტუციის გამოყენებას. აი ამასთან გვაქვს საქმე. ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობა და ჩვენ კონსტიტუციურ დანაწესებს გამოვიყენებთ ჩვენი სუვერენული უფლებების გამოყენებით და ვერავინ ამ საქმეში ვერ ჩაერევა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…