პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თენგიზ შარმანაშვილი - მოსამართლეებს შეუძლიათ გამოითხოვონ მასალები თუ რაღაცის დაზუსტება დასჭირდებათ - არავის ვურჩევდი ტყუილი ნარატივების გავრცელებას, შეირცხვენენ თავს და შედეგებიც ექნება მოსამართლეების მხრიდან

საკონსტიტუციო სასამართლოლელო

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციას საკონსტიტუციო სასამართლოს შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ტყუილი ნარატივების გავრცელება მათთვის ცუდად დამთავრდება.

თენგიზ შარმანაშვილი - მოსამართლეებს შეუძლიათ გამოითხოვონ მასალები თუ რაღაცის დაზუსტება დასჭირდებათ - არავის ვურჩევდი ტყუილი ნარატივების გავრცელებას, შეირცხვენენ თავს და შედეგებიც ექნება მოსამართლეების მხრიდან
ინტერპრესნიუსი

ჩვენი მთავარი პოზიცია შემაჯამებელ სიტყვაში იქნება. მაგრამ ყველა პარტიასთან გვექნება შესაბამისი შეკითხვები მათი პოზიციების დასაზუსტებლად, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა სასამართლოს სხდომის დაწყებამდე.

„მათი შეპასუხებიდან ჩვენ უკვე ვიცით მათი პოზიცია. მოსამართლეებსაც ჰქონდათ უამრავი კითხვა და ამიტომ, რა თქმა უნდა, იმას აღარ გავიმეორებთ. არც არის ეს მიზანშეწონილი. ჩვენ გვინდა კონკრეტული საკითხების დაზუსტება, რომელიც მათ უარყვეს და სინამდვილეში ასე კი არა, ისე იყო. ამიტომ რაღაცებს დავაზუსტებინებთ. ჩვენი მთავარი პოზიცია რა თქმა უნდა, საბოლოო შემაჯამებელ სიტყვაში იქნება, მაგრამ ყველა პარტიასთან გვექნება შესაბამისი შეკითხვები მათი პოზიციების დასაზუსტებლად“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.

კითხვაზე, რას ელოდება მმართველი გუნდის მოპასუხე მხარისგან, შარმანაშვილმა განმარტა, რომ პროცესი ინკვიზიციურია და არავის ურჩევდა ტყუილი ნარატივების გავრცელებას.

„როდესაც აშკარად არის მტკიცებულებები და შენ მას უარყოფ ესეც პასუხია, იმიტომ, რომ ჩვენ ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ მოსამართლეებისთვის. მთავარია მათ ჩამოუყალიბდეთ შინაგანი რწმენა და ისინი უნდა დავარწმუნოთ, რომ ჩვენს სარჩელს აქვს საფუძველი. მათ უნდა დაარწმუნონ მოსამართლეები, რომ ამას საფუძველი არ აქვს. მოსამართლეებს შეუძლიათ ეს ინფორმაცია გადაამოწმონ იმიტომ, რომ ეს პროცესი ინკვიზიციურია, მათ შეუძლიათ თავისი ინიციატივით გამოითხოვონ მასალები თუ რაღაცის დაზუსტება დასჭირდებათ. არავის ვურჩევდი ტყუილი ნარატივების გავრცელებას იმიტომ, რომ ამას ძალიან ხანმოკლე დრო ექნება და თან შეირცხვენენ კიდევაც თავს და ამას თავისი შედეგებიც ექნება მოსამართლეების მხრიდან“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა. ‎

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „ლელოს“ და სხვა მოპასუხე მხარის წარმომადგენლების განცხადებებსაც გამოეხმაურა.

„ასეთი ტაქტიკა რომ აქვთ და წარმოუდგენიათ, სასამართლო არის პოლიტიკური განცხადებების ადგილი, ადგილი, სადაც შეგიძლია ყალბი ინფორმაცია გაავრცელო, იმიტომაც წააგეს ყველა საქმე სტრასბურგში იმიტომ, რომ იქ ისინი მიდიოდნენ და ეგონათ, თავისი ყალბი ნარატივების გავრცელებითა და პოლიტიკური დეკლარაციებით გავიდოდნენ ფონს, მაგრამ რა თქმა უნდა, მოსამართლეები ნეიტრალურები არიან ასეთი განცხადების მიმართ და აინტერესებთ, რა ფაქტები გაქვს ხელთ. როდესაც შენ საყოველთაოდ ცნობილ ფაქტს, რომ ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა პიროტექნიკა, ბენზინი და სხვა მასალები, რომლითაც მზადდება მოლოტოვის კოქტეილი, მათ შორის ეს ეგრეთ წოდებული ფითილები, რომელსაც ცეცხლი უნდა მოუკიდო და შენ ამბობ, რომ ეს არ ყოფილა ან იქ ვიყავი ოფისთან და ეს ვერ დავინახე, რა თქმა უნდა, დიდი ალბათობით მოსამართლეებს ასეთ შემთხვევაში შინაგანი რწმენა ცოტა სხვა მიმართულებით ჩამოუყალიბდებათ შენი, როგორც სანდო ამბის გადმომცემის მიმართ“, - აღნიშნავს შარმანაშვილი.

რაც შეეხება „ლელოს“ წევრების განცხადებებზე, რომ მათ არასდროს მოუთხოვიათ ქართველი მოხალისეების გაგზავნა, შარმანაშვილი აღნიშნავს, რომ ესეც საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და ფიქრობს, რომ მოპასუხე მხარე სასამართლოს შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

„ეს საჯაროდ გაკეთებული განცხადება და საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი რომც არ იყოს ინკვიზიციური პროცესის დროს ნებისმიერი დოკუმენტის ან მასალის გამოთხოვა შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს. მით უმეტეს, ადვილია ამის მოპოვება, როცა ეს ყველაფერი საჯარო სივრცეშია. ამ ტაქტიკას რომ მისდევენ, ასე აშკარად მოსახლეობასაც ატყუებენ და რაც მთავარია უნდათ, სასამართლო შეცდომაში შეიყვანონ, მათთვის კარგად არ დამთავრდება და ძალიან სწორიც იქნება იმიტომ, რომ ადამიანთა ჯგუფი, მით უმეტეს, პოლიტიკოსები იმას რომ იკადრებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ყალბი ინფორმაცია მიაწოდონ, რა თქმა უნდა ამას თავისი შედეგები უნდა ჰქონდეს“,- განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოთენგიზ შარმანაშვილი: მოსამართლეებს შეუძლიათ, თავისი ინიციატივით გამოითხოვონ მასალები, თუ რაღაცის დაზუსტება დასჭირდებათ. შესაბამისად, არავის ვურჩევდი ტყუილი ნარატივების გავრცელებას, რადგან ამას თავისი შედეგები ექნება მოსამართლეების მხრიდან
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: ჩვენს სარჩელზე მათი საპასუხო რეაქცია არის სიყალბეზე და არასწორ ინფორმაციაზე დაფუძნებულიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები