ალბანეთში, მეათე დღეა, ანტისამთავრობო აქციები მიმდინარეობს
ალბანეთში ანტისამთავრობო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა, რის შედეგადაც 300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა და ასობით მომიტინგე დააკავეს. ქუჩის პროტესტის პარალელურად, ფიზიკური დაპირისპირება ალბანეთის პარლამენტის სხდომათა დარბაზშიც მოხდა.
ტირანაში პროტესტი პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა ქვები და პიროტექნიკა ისროლეს, სამართალდამცველებმა კი წყლის ჭავლი და ცრემლსადენი აირი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად, დაშავდა 300-ზე მეტი ადამიანი, არეულობის დროს კი ასობით მომიტინგე დააკავეს.
ქუჩის პროტესტის ფონზე, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ალბანეთის პარლამენტშიც. სხდომათა დარბაზში ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის ხელმძღვანელობამ უარი თქვა ოპოზიციის მოთხოვნაზე, განეხილათ ქვეყანაში მიმდინარე დემონსტრაციები.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…