ალბანეთში მომიტინგეები ქუჩებს ცეცხლმოკიდებული ბარიკადებით კეტავენ - პოლიცია მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზსა და წყლის ჭავლს იყენებს
ალბანეთში საპროტესტო აქციების ექვსი დღის განმავლობაში 300-მდე ადამიანი დაშავდა, რომელთა ნახევარზე მეტი პოლიციელია. დემონსტრანტები ქუჩებს ცეცხლმოკიდებული ბარიკადებით კეტავენ, პოლიცია კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს იყენებს.

ვითარება დაძაბული რჩება ალბანეთის დედაქალაქში. მომიტინგეები ქუჩებს ცეცხლმოკიდებული ბარიკადებით კეტავენ. პოლიცია მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზსა და წყლის ჭავლს იყენებს.
დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის ოფისის კარს სკამები ესროლეს. დემონსტრანტები ადგილიდან პოლიციამ გაიყვანა. სკამები, თავად პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სიმბოლურად ოფისის გარეთ დიალოგის წახალისების მიზნით დაალაგეს.
ოფიციალური მონაცემებით, პროტესტის პირველი ექვსი დღის განმავლობაში 300-მდე ადამიანი დაშავდა, აქედან ნახევარზე მეტი პოლიციელია.
სტუდენტები ხელისუფლების წარმომადგენლებს კორუფციასა და განათლების სფეროს პრობლემების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.