ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ალბანეთში ანტისამთავრობო აქცია შეტაკებებში გადაიზარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ალბანეთში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებმა პოლიციას ქვები დაუშინეს და სამინისტროსთან ცეცხლი გააჩინეს, რის საპასუხოდაც სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. სტუდენტების ხელმძღვანელობით გამოსვლები კორუფციას, უმუშევრობასა და განათლების ხარისხს უკავშირდება.

ალბანეთში ანტისამთავრობო აქცია შეტაკებებში გადაიზარდა
ალბანეთში ანტისამთავრობო აქცია შეტაკებებში გადაიზარდაTV პირველი

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებში გადაიზარდა.

Reuters-ის ინფორმაციით, 24 ოქტომბერს გამართული აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესასვლელთან ცეცხლი გააჩინეს. დემონსტრანტების დასაშლელად სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

საპროტესტო გამოსვლებს სტუდენტები ხელმძღვანელობენ. დემონსტრანტები ხელისუფლების სავარაუდო კორუფციას, უმუშევრობასა და განათლების დაბალ ხარისხს აპროტესტებენ.

სტუდენტური პროტესტი ტირანის ცენტრალურ ნაწილში დაიწყო და ოქტომბრის განმავლობაში ალბანეთის სხვა ქალაქებშიც გავრცელდა.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ალბანეთში შეტაკებები მოხდა ანტი-სამთავრობო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები