პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე: როდესაც შენს ჯარისკაცს ომის დანაშაულს დააბრალებ, ხარ სამშობლოს მოღალატე. ეს არის ერთ-ერთი დასაბუთება იმისა, თუ რატომ არის „ნაციონალური მოძრაობა“ არაკონსტიტუციური

ნაციონალური მოძრაობასაკონსტიტუციო სასამართლო

არჩილ გორდულაძის განცხადებით, ჯარისკაცისთვის ომის დანაშაულის დაბრალება სამშობლოს ღალატია და ეს „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურობის ერთ-ერთი დასაბუთებაა. საკონსტიტუციო სასამართლო 5 პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვას განაგრძობს.

არჩილ გორდულაძე: როდესაც შენს ჯარისკაცს ომის დანაშაულს დააბრალებ, ხარ სამშობლოს მოღალატე. ეს არის ერთ-ერთი დასაბუთება იმისა, თუ რატომ არის „ნაციონალური მოძრაობა“ არაკონსტიტუციური
იმედინიუსი

როდესაც შენს ჯარისკაცს ომის დანაშაულს დააბრალებ და რისკის ქვეშ დააყენებ, რომ ჰააგის სასამართლოში კონკრეტული ჯარისკაცების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები დაიწყოს, ხარ სამშობლოს მოღალატე, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციური ქმედებები შეაფასოს.

„ეს არის ერთ-ერთი დასაბუთება იმისა, რატომ არის ეს ე.წ. პარტია არაკონსტიტუციური და მომავალშიც იგივე რომ არ გააკეთოს, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასოს მისი არაკონსტიტუციური ქმედებები და ერთხელ და სამუდამოდ დროებით ოკუპირებული ოპოზიციური ველი ოკუპანტი ნაციონალური მოძრაობისგან გათავისუფლდეს“, - აღნიშნა გორდულაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებით განხილვას განაგრძობს. მორიგი სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე - მზად ვართ, კიდევ ერთხელ საზოგადოების და სასამართლოს სამსჯავროზე გამოვიტანოთ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული არაკონსტიტუციური პარტიების დანაშაულებრივი ფაქტებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები