ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: მათი მთავარი დანაშაული ამ ქვეყნის წინაშე, არის კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, დემოკრატიის ძირის გამოთხრა და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტი

არჩილ გორდულაძის მტკიცებით, ოპოზიციას არგუმენტები არ აქვს და მათი მთავარი დანაშაული კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლაა. მისი თქმით, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის გაუქმების დასაბუთებისთვის.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე, საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით სარჩელის განხილვაზე, აცხადებს, რომ ოპოზიციას არავითარი სამართლებრივი თუ პოლიტიკური არგუმენტი არ გააჩნია, რატომ არ უნდა გამოცხადდნენ არაკონსტიტუციურად.

მისი შეფასებით, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ ორი დღის განმავლობაში ამაოდ ცდილობს სამართლებრივი პროცესი პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს. გორდულაძე განმარტავს, რომ ხუთივე ოპოზიციური პარტია ერთად სწორედ იმიტომ სამართლდება, რომ მათ საერთო იდეოლოგია, კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობები, არჩევნების არაღიარება და ბოიკოტი აერთიანებთ. მისი თქმით, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რათა სამართლებრივად დასაბუთდეს ამ პარტიების გაუქმების აუცილებლობა.

„ორი დღის განმავლობაში, კოლექტიური ნაცმოძრაობა, გვანახებს თავის სახეს, რომ მათ არ აქვთ არავითარი სამართლებრივი არგუმენტი თუ რატომ არ არიან ისინი არაკონსტიტუციურები და მათ შორის, არც პოლიტიკური არგუმენტებიც კი არ აქვთ, მიუხედავად ამისა ცდილობენ მთელი ორი დღის განმავლობაში, რომ სამართლებრივი პროცესი გადაიყვანონ როგორმე პოლიტიკურ ჭრილში, ერთადერთი, რასაც საუბრობენ არის, რომ ხუთივე პარტიას ერთად რატომ გვასამართლებთო, აქ ხომ პასუხი ძალიან მარტივია, ისინი თავიანთი ჩამოყალიბებიდან, სულ ერთად არიან, იდეოლოგიური ერთობა აქვთ, თავიანთ ქმედებებშიც კი ერთნი არიან, მაგალითად კონსტიტუციური წყობილების დამხობის მოწოდებებში, ერთნი არიან, ერთნი არიან დელეგიტიმაციის მცდელობებში , არჩევნების არ აღიარებაში, ბოიკოტში, მათ შორის, გახარიელებიც კი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გახარიელები ერთი წლის განმავლობაში საერთოდ არ შემოდიოდნენ პარლამენტში და რას ელოდებოდნენ? თვითონვე აღიარეს, რომ ელოდებოდნენ თუ როგორ დასრულდებოდა 2025 წლის 4 ოქტომბერი. მათი მთავარი დანაშაული ამ ქვეყნის წინაშე, არის კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, დემოკრატიის ძირის გამოთხრა და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, როგორც ტერიტორიასთან დაკავშირებული მათ მიერ გადადგმული მოღალატეობრივი ნაბიჯები. მათი ზნე არის ერთი და იგივე ამიტომაც, ისინი როგორც მჭიდროდ დაკავშირებული ერთმანეთთან, პარტიები სამართლდებიან ერთად და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სამართლებრივად დავასაბუთოთ თუ რატომ არის საჭირო მათი გაუქმება და შესაბამისად არაკონსტიტუციური გამოცხადება.“- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე – ბევრი უნდა ილაპარაკონ და თავადვე აიკრძალავენ თავებს, დამატებით მტკიცებულებებს გვაძლევენ ჩვენი სარჩელის გასამყარებლადწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები