საპროცენტო განაკვეთების შემცირების ფონზე იპოთეკური სესხით მყიდველთა წილი 25%-მდე გაგვეზარდა - „რადიუს ქონსთრაქშენი”
ეროვნული ბანკის ცნობით, საპროცენტო განაკვეთების კლების ფონზე 8 თვეში იპოთეკური სესხების პორტფელი 47%-ით, 4,1 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. დეველოპერული კომპანია „რადიუს ქონსთრაქშენის“ განცხადებით, მათ მიმდინარე პროექტებში სესხით მყიდველთა წილმა 25%-ს მიაღწია.

ეროვნული ბანკის ცნობით, ლარში გაცემული ცალკეული კატეგორიის სესხებზე განაკვეთებმა რისკის პრემიების შემცირების შედეგად დაიკლო, მოკლევადიან სესხებზე კი მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გავლენით გაიზარდა.
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის თანახმად, საპროცენტო განაკვეთები ძირითადად ლარის გრძელვადიანი ტიპის სესხებზე შემცირდა. საუბარია იპოთეკურ კრედიტებზე, რაზედაც აგვისტოს მდგომარეობით საპროცენტო განაკვეთი წლიურად 1,7%-ით, 11,41%-მდე იყო შემცირებული.
როგორც სები აღნიშნავს, საპროცენტო განაკვეთების კლებამ ქვეყანაში იპოთეკური დაკრედიტება დააჩქარა. ეს ჩანს ოფიციალურ სტატისტიკაშიც. წელს 8 თვეში იპოთეკური სესხების პორტფელი 47%-ით, 4,1 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში ბანკებმა 22%-ით მეტი, 39,714 ახალი იპოთეკური სესხი გასცეს.
უძრავი ქონების ბაზრის მოთამაშეების ნაწილი ადასტურებს, რომ სესხით გაყიდვების წილი გაზრდილია. "რადიუს ქონსთრაქშენის" დამფუძნებლის თქმით, სესხზე პროცენტის კლებამ მოტივაცია მისცა ახალ მომხმარებლებს, რისი გავლენითაც „რადიუს ქონსთრაქშენის“ მაგალითზე, მიმდინარე პროექტებში სესხით მყიდველთა წილი 25%-მდე გაიზარდა.
"ჩვენს პროექტებში სესხით გაყიდვების წილი გაზრდილია.[საპროცენტო განაკვეთის შემცირება] ახალი მომხმარებლების გაჩენას უწყობს ხელს იქიდან გამომდინარე, რომ მოტივაციას უქმნის მომხმარებელს, აიღოს დაბალპროცენტიანი სესხი და მშენებარე კორპუსში უძრავი ქონება იყიდოს.
ის კლიენტები, რომლებიც უკვე სესხს იღებენ მიმდინარე პროექტში ბანკის მეშვეობით ჩვენი თავდებობით, მათი რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 20-დან 25%-მდე”,-აცხადებს გიორგი ბაქრაძე.
გრძელვადიანი ტიპის სესხებისგან განსხვავებით მოკლევადიანი ტიპის სესხებზე საპროცენტო განაკვეთები პირიქით მცირედით გაიზარდა. სამომხმარებლო სესხების შემთხვევაში აგვისტოს მდგომარეობით საპროცენტო განაკვეთმა 18%-ს გადააჭარბა, რაც ერთწლიან ჭრილში 0,27%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ამასთან, ეროვნული ბანკი ელის, რომ გლობალურად საპროცენტო განაკვეთების ზრდის ეფექტი ადგილობრივ ფინანსურ ბაზრებზეც ეტაპობრივად აისახება და უცხოურ ვალუტაში ფინანსურ პირობებს გაამკაცრებს. შესაბამისად მოლოდინია, რომ სავალუტო სესხები საქართველოშიც გაძვირდება. თუ მიმდინარე სტატისტიკას შევხედავთ, წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთები უცხოური ვალუტის სესხებზე თითქმის იმავე დიაპაზონშია, როგორც წინა წელს და აგვისტოს მდგომარეობით 9,31%-ს შეადგენდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„ჩვენს პროექტებში სესხით გაყიდვების წილი გაზრდილია.[საპროცენტო განაკვეთის შემცირება] ახალი მომხმარებლების გაჩენას უწყობს ხელს იქიდან გამომდინარე, რომ მოტივაციას უქმნის მომხმარებელს, აიღოს დაბალპროცენტიანი სესხი და მშენებარე კორპუსში უძრავი ქონება იყიდოს. ის კლიენტები, რომლებიც უკვე სესხს იღებენ მიმდინარე პროექტში ბანკის მეშვეობით ჩვენი თავდებობით, მათი რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 20-დან 25%-მდე“
„მაგალითზე, მიმდინარე პროექტებში სესხით მყიდველთა წილი 25%-მდე გაიზარდა. "ჩვენს პროექტებში სესხით გაყიდვების წილი გაზრდილია.[საპროცენტო განაკვეთის შემცირება] ახალი მომხმარებლების გაჩენას უწყობს ხელს იქიდან გამომდინარე, რომ მოტივაციას უქმნის მომხმარებელს, აიღოს დაბალპროცენტიანი სესხი და მშენებარე კორპუსში უძრავი ქონება იყიდოს. ის კლიენტები, რომლებიც უკვე სესხს იღებენ მიმდინარე პროექტში ბანკის მეშვეობით ჩვენი თავდებობით, მათი რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 20-დან 25%-მდე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…