ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სექტემბერში საბანკო სესხების მოცულობა ₾78 მილიარდამდე გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, სექტემბერში საბანკო დაკრედიტება 1.69 მილიარდი ლარით გაიზარდა და 78.1 მილიარდ ლარს მიაღწია. დაკრედიტების ზრდის ძირითადი წილი სავალუტო კრედიტებზე მოდიოდა, ხოლო სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი 58.54%-მდე შემცირდა.

სექტემბერში საბანკო სესხების მოცულობა ₾78 მილიარდამდე გაიზარდა
სექტემბერში საბანკო სესხების მოცულობა ₾78 მილიარდამდე გაიზარდაBM.GE

კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლებიდან ირკვევა, რომ გასული თვის განმავლობაში საბანკო დაკრედიტება 1.69 მილიარდი ლარით, 78.1 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. ერთთვიან ჭრილში სესხების ზრდა 2.66% იყო; ხოლო წლიურ ჭრილში საბანკო სესხები 16.91%-ით გაიზარდა.

სებ-ის სტატისტიკის თანახმად, სექტემბერში დაკრედიტების ზრდის ძირითადი მდგენელი სავალუტო კრედიტები იყო, რომელთა მოცულობაც 892.5 მილიონ ლარს შეადგენდა, ლარის სესხების ზრდამ კი 796 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, მცირედით 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირდა სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი და მან სექტემბრის ბოლოსთვის 58.54% შეადგინა.

"რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2026 წლის სექტემბრის ბოლოს, ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 11.32 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.04%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 22.35 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.60%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 4.63 %-ით მეტი).

2026 წლის სექტემბრის განმავლობაში 1.77%-ით, ანუ 726.78 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და სექტემბრის ბოლოსათვის 41.87 მილიარდი ლარი შეადგინა.

2026 წლის სექტემბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 58.54% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.25 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.51 პროცენტული პუნქტით)", - წერს ეროვნული ბანკი.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
სექტემბერში ქართულ ბანკებში დეპოზიტები ₾1.82 მილიარდით გაიზარდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები