ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში ვლადიმერ პუტინის კრიტიკოსის, სემიონ სკრეპეცკის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს, რომელსაც სასამართლომ 3 თვით პატიმრობა შეუფარდა, — ამის შესახებ პოლონეთის სპეცსამსახურების მინისტრ-კოორდინატორი ტომაშ სემონიაკი აცხადებს.

პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავესფორმულა

პოლონეთში, ვლადიმერ პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე შიდა უსაფრთხოების სააგენტოს (ABW) ოფიცრებმა საქართველოს 22 წლის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის სპეცსამსახურების მინისტრ-კოორდინატორი, ტომაშ სემონიაკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

სპეცსამსახურების ხელმძღვანელის ცნობით, დაკავება ქალაქ ბიალა პოდლასკაში მიმდინარე წლის ივნისში მომხდარ მკვლელობის ფაქტს უკავშირდება.

„ბიალა პოდლასკაში რუსეთის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში მოხდა, შიდა უსაფრთხოების სააგენტოს ოფიცრებმა მეორე ეჭვმიტანილი დააკავეს.

საქართველოს 22 წლის მოქალაქე ეჭვმიტანილია რობერტ კ.-ს მკვლელობაში ხელშეწყობასა და თანამონაწილეობაში. სასამართლომ მას 3 თვით დროებითი პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება გრძელდება და შესაძლოა კიდევ განვითარდეს“, — წერს ტომაშ სემონიაკი.

საუბარია ვლადიმერ პუტინის კრიტიკოსის, სემიონ სკრეპეცკის (ნამდვილი სახელი — რობერტ კუზოვკოვი) მკვლელობაზე, რომელიც პოლონეთში საცხოვრებლად 2021 წელს გადავიდა.

აღნიშნულ საქმეზე პირველი ეჭვმიტანილი ჯერ კიდევ 18 ივნისს, ვარშავის მახლობლად დააკავეს. ისიც საქართველოს მოქალაქე — 36 წლის ელნურ ა.-ია, რომელსაც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით, აგვისტოში გავრცელებული ინფორმაციით, ელნურ ა. კიდევ ერთ მკვლელობის საქმესთან იყო დაკავშირებული.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბიალა პოდლასკაში რუსეთის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში მოხდა, შიდა უსაფრთხოების სააგენტოს ოფიცრებმა მეორე ეჭვმიტანილი დააკავეს. საქართველოს 22 წლის მოქალაქე ეჭვმიტანილია რობერტ კ.-ს მკვლელობაში ხელშეწყობასა და თანამონაწილეობაში. სასამართლომ მას 3 თვით დროებითი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება გრძელდება და შესაძლოა კიდევ განვითარდეს“
ტომაშ სემონიაკი
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პოლონეთში პუტინის ოპონენტი რუსი ხელოვანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მეორე პირი - საქართველოს მოქალაქე -...წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები