პუტინის კრიტიკოსი მხატვრის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
პოლონეთში კრემლის კრიტიკოსი რუსი მხატვრის, სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, მახმუდ ა. დააკავეს და სამთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

რუსი მხატვრის და კრემლის კრიტიკოსის სემიონ სკრეპეცკის (ნამდვილი სახელი რობერტ კუზავკოვი) მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით პოლონეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს.
მახმუდ ა.-ს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ბრალი ედება მკვლელობაში დახმარებისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ფლობისთვის. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
რუსი ოპოზიციონერი მხატვარი, 44 წლის სემიონ სკრეპეცკი პოლონეთში, ბიალა-პოდლიასკაში მიმდინარე წლის 15 ივნისს მოკლეს. მას ხუთჯერ ესროლეს.
დანაშაულიდან სამი დღის შემდეგ, პირველი ეჭვმიტანილი — საქართველოს მოქალაქე ელნურ ა. — დააკავეს. გამოძიების ვერსიით, მახმუდ ა. შესაძლოა ელნურ ა.-ს მკვლელობის ჩადენაში ეხმარებოდა.
2026 წლის 18 ოქტომბერს, 22 წლის მახმუდ ა. საქართველოდან პოლონეთში ჩავიდა. მომდევნო დღეს ABW-ის თანამშრომლებმა იგი A2 ავტომაგისტრალის მიმდებარე ავტოსადგომზე დააკავეს. ის კიდევ ორ საქართველოს მოქალაქესთან ერთად მგზავრობდა.
მახმუდ ა.-სთან ერთად დაკავებული საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე სასაზღვრო სამსახურს გადაეცა. მათ მიმართ პოლონეთიდან გაძევების პროცედურა დაიწყო, რაც ქვეყანაში ხელახლა შესვლის ათწლიან აკრძალვასაც ითვალისწინებს.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…