მედია: პოლონეთში უკრაინის ორი მოქალაქე რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისა და დივერსიების მოწყობის ბრალდებით დააკავეს
პოლონეთში უკრაინის ორი მოქალაქე რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისა და დივერსიების მომზადების ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ცნობით, ისინი სამხედრო ობიექტებზე ინფორმაციას აგროვებდნენ და დავალებებისთვის თანხას, მათ შორის კრიპტოვალუტით იღებდნენ.

პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტომ უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან სამხედრო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და რუსული სპეცსამსახურების დავალებით დივერსიების მოწყობაში. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ეჭვმიტანილები ქალაქ მინსკ-მოზავეცკიში, ქვეყნის ცენტრალურ-აღმოსავლეთ ნაწილში დააკავეს. დაკავებულთა ასაკი 24 და 25 წელია.
ჯაშუშობისა და დივერსიების გარდა მამაკაცებს ბრალად სატრანსპორტო საშუალებების დაწვაც ედებათ.
პოლონელმა სამართალდამცველებმა აგრეთვე დაადგინეს, რომ უკრაინის მოქალაქეები საკუთარი ავტომობილების ჩვეულებრივ სანომრე ნიშნებს ცვლიდნენ და უკრაინული არმიის ნომრებს აყენებდნენ.
დავალებების შესრულებისთვის ისინი მატერიალურ შემოსავალს, მათ შორის კრიპტოვალუტის სახით იღებდნენ.
უკრაინის მოქალაქეებს სამი თვით წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდათ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…